ლარი კვლავ გაუფასურდა - სებ-მა დაადგინა ოფიციალური კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი. ლარი უფრო გაუფასურდა სხვადასხვა ვალუტასთან მიმართებით.
26 სექტემბერს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი იქნება:
1 აშშ დოლარი - 3.33ლარი (25 სექტემბერი - 3.26);
1 ევრო - 3.88 ლარი (25 სექტემბერი - 3.82);
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.2 ლარი (25 სექტემბერი - 4.19);
100 რუსული რუბლი - 4.28 ლარი (25 სექტემბერი - 4.27);
1 თურქული ლირა - 0.43 ლარი (25 სექტემბერი - 0.42);
10 უკრაინული გრივნა - 1.17 ლარი (25 სექტემბერი - 1.16).
25 სექტემბერს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.3400 ლარი.