მინსკში დააკავეს მარია კალესნიკავას ადვოკატი, ლიუდმილა კაზაკი
ბელარუსში დააკავეს ლიუდმილა კაზაკი, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრის, მარია კალესნიკავას ადვოკატი.
იუწყებიან, რომ იგი კავშირზე აღარ გამოსულა 24 სექტემბრის შემდეგ. მისი ასავალ-დასავალი ვერ დაადგინეს მისმა თანამერბძოლებმა და მეუღლემ, რომელმაც სცადა, რომ გატაცების შესახებ სარჩელით მიემართა ხელისუფლებისთვის.
წუხელ საღამოს მინსკის შინაგან საქმეთა სამმართველის პრესმდივანმა, ნატალია განუსევიჩმა სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ ლიუდმილა კაზაკი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღევსთვის და განყოფილებაში იმყოფება.
ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები მარია კალესნიკავა 9 სექტემბერიდან იმყოფება პატიმრობაში. მასთან ერთად პრეზიდეუმის კიდევ ერთი წევრის, მაქსიმ ზნაკის, წინააღმდეგ საგამოძიებო კომიტეტში აღძრულია საქმე „ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ მოწოდებების“ მუხლით. დანაშაული 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მარია კალესინიკავა და მაქსიმ ზნაკი იყვნენ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს შვიდწევრიანი პრეზიდიუმის ბოლო ორი წარმომადგენელი, რომლებიც 9 სექტემბრამდე აგრძელებდნენ საქმიანობას.
დანარჩენი ხუთი წევრი მანამდე ან დააპატიმრეს, ან ქვეყნიდან გააძევეს. საკოორდინაციო საბჭოს წევრია ასევე, ნობელის პრემიის ლაურეატი, სვეტლანა ალექსიევიჩი, რომელიც არ მონაწილეობდა პრეზიდიუმის სხდომებში, მაგრამ აცხადებს, რომ მთლიანად იზიარებს ოპოზიციის ძირითად მოთხოვნებს: გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რეპრესიების შეწყვეტასა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას.