საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თიკო ბერძენიშვილი გახდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად თიკო ბერძენიშვილი აირჩიეს. მან სამეურვეო საბჭოს წევრების ხმების უმრავლესობის, 8-ის ხმა მიიღო. მისი კონკურენტები მომღერალი ირმა სოხაძე და პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე იყვნენ.
ბერძენიშვილი 6 წლის ვადით აირჩიეს ამ თანამდებობაზე და მისი ხელფასი 12 500 ლარი იქნება.
ბერძენიშვილი წლებია საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს. ის დირექტორად არჩევამდე გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო, მისი გადადგომის შემდეგ კი ამ მოვალეობას ასრულებდა. ბერძენიშვილი წინა კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა მაშინ წინამორბედი, ვასილ მაღლაფერიძე დაინიშნა თანამდებობაზე.