პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს ოფისთან, მინიმუმ ოთხი ადამიანი დაჭრეს დანით
მინიმუმ ოთხი ადამიანია დანით დაჭრილი პარიზში, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს ოფისთან. დაზარალებულთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.
როგორც France Press-ი იტყობინება, ორი თავდამსხმელიდან ერთი დაკავებულია.
2015 წელს Charlie Hebdo-ზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
ახალი ამბავი განახლების პროცესშია