გიორგი გახარია: …და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის
“საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა”, — ეს სიტყვები პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საჩხერეში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას წარმოთქვა.
“დღეს, ჩვენ ბევრს დავდივართ სხვადასხვა რეგიონებში, ბევრს ვმოგზაურობთ, ბევრ გეგმაზე ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებთან და საჩხერეს ერთი რამ განასხვავებს ყველასგან, საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა რომ დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის”, — განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, სხვა მუნიციპალიტეტებიც ასეთი იყოს. შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში დაიბადა.