"მთავარი არხის" კვლევა: "ქართული ოცნება" - 25%, "ძალა ერთობაშია" - 15,5%
"მთავარმა არხმა" თავისი დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია ლიდერობს, თუმცა უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. კვლევა 10 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა.
კითხვაზე, "რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს", პასუხები ასე გადანაწილდა:
"ქართული ოცნება" - 25 %
"ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 15,5 %
"ევროპული საქართველო" - 5 %
"სტრატეგია აღმაშენებელი" - 3 %
"ლეიბორისტული პარტია" - 3 %
"პატრიოტთა ალიანსი" - 3 %
"გირჩი" - 2,5 %
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 2,5 %
"ლელო საქართველოსთვის" - 2 %
ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" - 1,5 %
"თავისუფალი საქართველო" - 1 %
სხვა პარტიები - 3 %
არ ვიცი - 19 %
უარი პასუხზე - 14 %
არხმა მაყურებელს ალოკაციის შედეგებიც შესთავაზა, რომელიც ასე გამოიყურება:
"ქართული ოცნება" - 38 %
"ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 26 %
"ევროპული საქართველო" - 9 %
"სტრატეგია აღმაშენებელი" - 5 %
"ლეიბორისტული პარტია" - 4 %
"პატრიოტთა ალიანსი" - 4 %
"გირჩი" - 3 %
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 3 %
"ლელო საქართველოსთვის" - 3 %
ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" - 2 %
"თავისუფალი საქართველო" - 1 %
სხვა პარტიები - 2 %
"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია (მეთოდოლოგია).