ლონდონში კორონავირუსის გამო შეზღუდვების მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
შეტაკება მოხდა 19 სექტემბერს ლონდონში პოლიციასა და კორონავირუსის გამო შეზღუდვების მოწინააღმდეგეებს შორის.
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დაგეგმილია დემონსტრაცია, რომელსაც აწყობენ შეზღუდვებით უკმაყოფილო ჯგუფები.
ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება.
ლონდონში საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა ქალაქის მერის, სადიღ ხანის, გაფრთხილებას, რომ კომენდანტის საათს გამოაცხადებს, აიძულებს ბარებს ადრე შეწყვიტონ მუშაობა და აკრძალავს სტუმრობას, რათა შეჩერდეს კოვიდის ახალ შემთხვევათა სწრაფი ზრდა.
ბრიტანეთის მთავრობამ ამ კვირაში აკრძალა ექვსზე მეტი ადამიანის თავმოყრა. ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა, განაცხადა, ცხადია, რომ ქვეყანაში ინფექციის მეორე ტალღა იქნებაო.
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით შემოღებული შეზღუდვების, მათ შორის, ნიღბების გამოყენების და სკოლებში სოციალური დისტანცირების მოწინააღმდეგეებმა პროტესტი გამოთქვეს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში.
მიუხედავად იმისა, რომ ინფექციის ახალი შემთხვევების რიცხვი სწრაფად იზრდება, საფრანგეთის დედაქალაქი Tour de France-ის ბოლო ეტაპს მასპინძლობს.