თბილისის საკრებულოს დეპუტატი კორონავირუსით დაინფიცირდა
თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ჯაბა ჯიშკარიანი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუკით მან თვითონ გაავრცელა.
"ამ წუთას მოვიდა ტესტის პასუხი: Covid-19 დადებითი... ყველაფერი კარგად იქნება!" - აღნიშნავს ის.
ჯაბა ჯიშკარიანი პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" წევრია. პარტიის ლიდერები თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდნენ, რაც მათ ერთ-ერთ თანაგუნდელს, ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. გოგიჩაიშვილს მანამდე პარტიის წევრებთან ჰქონდა შეხება. ამ პარტიაში კორონავირუსით კიდევ ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძეა ინფიცირებული.