„არასანქცირებული საქმიანობის“ ბრალდებით 11 დღით დაპატიმრებულ ფოტოგრაფ ვლაძ ჰრიდინის 20 ყველაზე გამორჩეული ფოტო
ფოტოჟურნალისტებს ვლაძ ჰრიდინსა და ალიაქსანდრ ვასიუკოვიჩს მინსკის ფრუნზეს რაიონის სასამართლომ 15 სექტემბერს 11 დღით პატიმრობა მიუსაჯა „არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისათვის“.
მილიციამ ისინი 13 სექტემბერს მინსკის ერთ-ერთ ბარში დააკავა. ეს მოხდა „გმირების მარშის“ სახელით ცნობილი საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ, როდესაც ფოტოჟურნალისტები თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ და იდენტიფიცირებული იყვნენ როგორც ჟურნალისტები.
ვლაძ ჰრიდინს, რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, სხვა სამ ბელარუს ჟურნალისტთან ერთად 29 აგვისტოს ბელარუსის ხელისუფლებამ აკრედიტაცია გაუუქმა. მაგრამ ამის შემდეგ იგი თანამშრომლობდა პორტალ Tut.by-სთან, რათა არ შექმნოდა პრობლემა ბელარუს სამართალდამცველებთან საპროტესტო აქციებზე მუშაობის დროს.
ვლაძი ბელარუსის ფოტოკორესპონდენტთა კონკურსის გამარჯვებული და პრიზიორია, მისი ფოტოები ქვეყნდება მსოფლიოს წამყვან საინფორმაციო საშუალებებსა და სააგენტოებში.
გთავაზობთ რამდენიმე გამორჩეულ ფოტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ და შემდგომ ბელარუსში განვითარებული მღელვარე მოვლენების შესახებ, რომლებიც ვლაძ ჰრიდინმა დაპატიმრებამდე გადაიღო.