მორაგბის დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დაკავებულია
მორაგბე, “შვიდკაცას” კაპიტნის რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს – დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია.
შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირში სროლა იყო. დაჭრილია ერთი ადამიანი. გასროლა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ განახორციელა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.