ვენდი მორტონი: ბრიტანეთის საელჩო თბილისში კარგად იცნობს „კავკასუს ონლაინის“ საქმეს და მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება
ბრიტანეთის პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოსთან დაკავშირებით გამართულდებატებში, პარლამენტარმა კეტრინ უესტმა მის კოლეგას და სახელმწიფო მინისტრს ვენდი მორტონს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაუსვა კითხვა, რომელიც სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინის“ ახალ ინვესტორებს ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული სამეფოს საექსპორტოდეპარტამენტმა საქართველოს საექსპორტოდაფინანსება სამი მილიარდი ფუნტი სტერლინგითგაუზარდა. გამართული დებატი სწორედ ბრიტანეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნისთვის გაწეულ დახმარებებს ეხებოდა.
დებატების ერთ-ერთმა მონაწილემ, ევროპულისამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში დიდიბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, ვენდიმორტონმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზედაწერა: „დამატებითი დახმარება ქართულკომპანიებს ახალი პროექტების განხორციელებაშიდაეხმარება და მათ ახალ სავაჭროშესაძლებლობებს შეუქმნის“.
ვენდი მორტონმა კიდევ ერთ დახმარებაზე, საქართველოსთვის 2 მილიონი ფუნტი სტერლინგისგამოყოფის შესახებ დაწერა ტვიტერზე: „დიდიბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკისსაკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, გამოყოფილი თანხა რუსეთის მხრიდან წლებისგანმავლობაში მომდინარე კონფლიქტისდასრულებას მოხმარდება. ჩვენ მხარს ვუჭერთსაქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთისმიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარეოკუპაცია მიუღებელია“
.
ბრიტანეთის პარლამენტის ოფიციალურ გვერდზეპარლამენტარმა კეტრინ უესტმა (ბრიტანეთისპარლამენტის წევრი ლეიბორისტული პარტიიდან) კითხვა დაუსვა ვენდი მორტონს (ბრიტანეთისპარლამენტის წევრი კონსერვატორებისგან) -ლეიბორისტი პარლამენტარი დაინტერესდა, იცოდა თუ არა სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინის“ ინვესტორების მიმართ და იქონიებდა თუ არა გავლენას მსგავსი პრეცედენტები ბრიტანეთი მთავრობის გადაწყვეტილებებზე საქართველოსთვის დახმარებების გამოყოფის დროს.
კეტრინ უესტი: „რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფონდის თანხები, რომელსაც ბრიტანეთი განკარგავს, საქართველოში კონცენტრირებული იყოს (ა) კორუფციასთან ბრძოლაზე; (ბ) საქმიანი გარემოს გაუმჯობესებაზე; და ფლობთ თუ არა ინფორმაციას, საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო დროს უცხოელი ინვესტორების მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ფოთის პორტის პროექტსა და „კავკასუს ონლაინის“ გასხვისებასთან დაკავშირებით“?
ვენდი მორტონი: „ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ არსებული ფონდი (GGF) საქართველოში ორიენტირებულია სახელმწიფოს მართვის სისტემების რეფორმირებასა და საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესებაზე. ჩვენი მიზანიაინსტიტუციონალური ხარვეზების გამოსწორება და კორუფციასთან ბრძოლა. ფონდი მხარს უჭერს სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის დიალოგს, საქმიანი გარემოს გასაუმჯობესებლად.
GGF-ის პროგრამის გუნდი თბილისშიც და ლონდონშიც ხელმძღვანელობენ ტენდერებისა და მონიტორინგის ძალიან სანდო მეთოდებით, რათა უზრუნველყონ ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამების შესაბამისობა GGF-ის პრიორიტეტებთან.
ბრიტანეთის საელჩო თბილისში კარგად იცნობს „ანაკლიის პორტის“ და „კავკასუს ონლაინის“ საქმეებს და მომავალშიც ყურადღბით დააკვირდება მოვლენების განვითარებას“.
შეგახსენებთ, რომკომპანია „NEQSOL ჰოლდინგმა“ 2019 წელს სატელეკომუნიკაციო კომპანია “კავკასუსონლაინის” 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამგარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციებისკომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაქცია. კომისიამიუთითებდა, რომ გარიგება მათთან არ იყოწინასწარ შეთანხმებული, რასაც “კავკასუსისთვის” მკაცრი სანქცია უნდა მოჰყოლოდა. კომისიამკომპანიისგან გარიგების გაბათილება და სტატუსქვოს აღდგენა მოითხოვა.
„კავკასუს ონლაინმა“ მოთხოვნის შესრულებაშეუძლებლად მიიჩნია და ეს გადაწყვეტილება უკვეგაასაჩივრა კიდეც. მარეგულირებელმა ორგანომ ისრამდენჯერმე, მათ შორის უკვე 3-ჯერ მაქსიმალურისანქციით, 270 000 ლარით დააჯარიმა.
კომუნიკაციების კომისიამ და მთავრობამგადაწყვიტეს პრობლემა საკანონმდებლოცვლილებების გზით მოეგვარებინათ და პარლამენტსცვლილებების პაკეტი შესთავაზეს. კანონისცვლილების რეალურ მიზეზად ბევრი ექსპერტი, პოლიტიკოსი და უცხოელი დიპლომატი სწორედ„კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიასშორის წარმოქმნილ პრობლემას ასახელებს. ექსპერტები აცხადებენ, რომ კანონი ერთიკომპანიისთვის, „კავკასუს ონლაინისთვის“ შეცვალეს, თუმცა ცვლილებების წინააღმდეგი იყოკომუნიკაციების სფეროში მომუშავე ყველაქართველი თუ უცხოელი ბიზნესმენი. მიუხედავადამისა, ხელისუფლებამ ცვლილებები გაიტანა დაპარლამენტმა ცხარე დებატების და წინააღმდეგობისმიუხედავად, მაინც მიიღო.
პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციებისშესახებ კანონში“ ცვლილებები საზაფხულო სესიისმიწურულს, არდადეგებამდე ბოლო კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღო და ასევე დაჩქარებულიწესით მოჰყვა ამ ყველაფერს უმკაცრესი შეფასებებისაერთაშორისო დონეზე. მაღალი რანგისდიპლომატები პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს არისგაცხადებული ზეწოლა ბიზნესზე, რაც ქვეყნისდემოკრატიულ ღირებულებებს ზიანს აყენებს.