ატენის ხეობაში ხანძარია
მთაში კლდოვან ნაწილს და ბუჩქნარს ცეცხლი უკიდია გორის მუნიციპალიტეტის სამხრეთით, ატენის ხეობაში. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
„რთული რელიეფის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება სპეც. აღჭურვილობით მობილიზებული მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ხილვადობის აღდგენისთანავე გაგრძელდება ცეცხლის ქრობის სამუშაოები", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.