„ედისონ რისერჩის" გამოკვლევა: „ქართული ოცნება" - 38%, „ნაციონალური მოძრაობა" - 15%
ტელეკომპანია „ფორმულის" დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა" ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, პასუხები კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
„ქართული ოცნება" - 38%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - „გაერთიანებული ოპოზიცია" - 15%;
„ევროპული საქართველო" - 6%;
„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - 4%;
„ლეიბორისტული პარტია" - 3%;
„ლელო" - 3%;
„პატრიოტთა ალიანსი" - 3%;
„გირჩი" - 3%;
„მოქალაქეები" (ალეკო ელისაშვილი) - 1%;
„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 1%.
23% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემდა ხმას.
1%-ზე ნაკლებია შემდეგი პარტიების მაჩვენებელი: „გამარჯვებული საქართველო" (ირაკლი ოქრუაშვილი), „სამართლიანობისთვის" (ეკა ბესელია), „თავისუფალი საქართველო" (კახა კუკავა).
გამოკვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. გამოკვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2 850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.