ლევან რატიანი: გავა პერიოდი და ამ ომს მთელი სამყარო წარმატებით დაასრულებს
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მოვა ეტაპი, როდესაც ამ ვირუსს მთელი მსოფლიო დაამარცხებს.
“ამ ვირუსთან ბრძოლა ვისწავლეთ ექიმებმა. ვგულისხმობ იმას, რომ დაგროვდა ბევრი ინფორმაცია, ბევრი გამოცდილება მივიღეთ. ვისწავლეთ როგორ უნდა ვიბრძოლოთ “უთოფოდ” სხვადასხვა ეტაპზე. გავა პერიოდი და ამ ომს მთელი სამყარო წარმატებით დაასრულებს”, — განაცხადა ლევან რატიანმა.
14 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 2 392 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან უკვე 1 369 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.