თემქაზე, „არაშენდას“ კორპუსში ლიფტი ჩავარდა
თემქის დასახლებაში, „არაშენდას“ კორპუსში ლიფტი ჩამოვარდა, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი.
ყველა გადარჩა. მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთმა ქალმა.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში გვითხრეს, ამ დროისათვის ყველა ამოყვანილია.