ფოთში კორონავირუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაუდგინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა ფოთში - ინფიცირებული 24 წლის ბიჭია, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, თბილისში იმყოფებოდა და კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან.
მან კვლევის ჩასატარებლად ლაბორატორიას თავად მიმართა.
„კონტაქტების გამოკვლევა დავიწყეთ, თითქმის 80%, ანუ დაახლოებით 25 ადამიანი გამოვიკვლიეთ, მათი პასუხები ხვალ დილით გვეცოდინება“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.
13 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ საქართველოში Stop.cov.ge-ს მონაცემებით რეგისტრირებულია 2227 დადასტურებული შემთხვევა.