ბათუმის კინოფესტივალი კორონავირუსის გამო გადაიდო
ფესტივალის მენეჯმენტის განცხადებით, 13-20 სექტემბრის ნაცვლად, ფესტივალი ოქტომბრის პირველ ნახევარში ჩატარდება.
ზუსტი თარიღი კი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დადგინდება: „ბოლო კვირაში პანდემიური სიტუაციის გაუარესების გამო გადავწყვიტეთ, თარიღები შევცვალოთ. გავიარეთ კონსულტაცია შესაბამის დაწესებულებებთან და მათი რჩევების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, რომ ბათუმის კინოფესტივალის თარიღები შეიცვალოს" - ფესტივალის დირექტორი, ზვიად ელიზიანი ამბობს, რომ Biaff- ის საერთაშორისო პროგრამა წელსაც საინტერესოა და იგი უცვლელად დარჩება ოქტომბერშიც. მისივე თქმით, ჟიურის წევრები ქართველებთან ერთად, უცხოეელები იქნებიან, რომლებიც პანდემიის გამო ფესტივალში დისტანციუტად, ონლაინ ჩაერთვებიან.
წლევანდელი ფესტივალის სტუმრები კი ძირითადად ქართველები იქნებიან. საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფილმების დიდი ნაწილის ჩვენება ღია ცის ქვეშ, ერას მოედანზე იგეგმებოდა, ნაწილის კი კინოთატრ „აპოლოში“ მაყურებლის შეზღუდული რაოდენობის პირობებში.
ასევე ნახეთ: როგორ იმოქმედა პანდემიამ ბათუმის მუსიკისა და კინოს ფესტივალებზე