საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ ითამაშა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში პირველი ქულები დაკარგა.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი თბილისის „დინამოარენაზე“, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან ფრეს დასჯერდა. ანგარიში მე-13 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა, პენალტით. ოციოდ წუთში კი რისტოვსკიმ გაათანაბრა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
ორი ტურის შემდეგ, ოთხგუნდიანი ჯგუფის ლიდერები სწორედ საქართველოსა და მაკედონიის ნაკრებები არიან, ოთხ-ოთხი ქულით. სომხეთს სამი ქულა აქვს. ესტონეთი კი უქულო აუტსაიდერია.