Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

პირბადე ნიკაპზე, პირბადე იდაყვზე, ყველგან, ოღონდ ცხვირ-პირზე არა

კი, ასეა - პირბადე ნიკაპზე, პირბადე იდაყვზე, ყველგან, ოღონდ ცხვირ-პირზე არა. დაახლოებით ასეთი მიდგომა აქვს მოქალაქეების ნაწილს პირბადესთან, რომლის ტარებაც საქართველოში, დახურულ საჯარო სივრცეებში - იქნება ეს მაღაზია, სილამაზის სალონი, აფთიაქი, ტრანსპორტი, კაფე-ბარი, შეკვეთის მიღებამდე და ა.შ., სავალდებულოა.

წესის დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 20 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით ჯარიმდება. კოვიდ-ინფექციის პრევენციის მიზნით შემუშავებული მუხლი პირბადის ტარების წესების შესახებ, ნომრით 42.11, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონს, 12 ივნისს დაემატა.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასაწყისში, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვერ ყალიბდებოდნენ, პირბადე მხოლოდ ინფიცირებულს უნდა კეთებოდა თუ ყველას, მალევე მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე ეფექტური გზა კორონავირუსთან ბრძოლისა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მხოლოდ და მხოლოდ, სოციალური დისტანცია და პირბადეა.

აპრილ-მაისში, მაშინ, როდესაც ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ცხოვრობდა, დაწესებული იყო მთელი რიგი შეზღუდვები, მოქმედებდა კომენდანტის საათი, მოქალაქეებს, შეიძლება ითქვას, რომ იძულების წესით უწევდათ როგორც სოციალური დისტანციის, ისე ბირბადის მოხმარების წესების დაცვავ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმ პერიოდში, პანდემია ჯერ მაინც ახალ საფრთხეს წარმოადგენდა და მოსახლეობის დიდი ნაწილი მას განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდა.

თუმცა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, სოციალური დისტანციისა თუ პირბადის სავალდებულო ტარების ვალდებულებამ, ნელ-ნელა მეორე პლანზე გადაინაცვლა. განსაკუთრებით თვალშისაცემი კი ეს ზაფხულის პერიოდში გახდა.

რას წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში?

მოქალაქეთა ნაწილს, დახურულ საჯარო სივრცეებში, პირბადეები ან საერთოდ არ უკეთიათ, ან დარღვეულია მისი მოხმარების წესი. ნიღბის ტარებას მათ არც ობიექტების მფლობელები სთხოვენ.

განსაკუთრებით გახშირებულია მსგავსი შემთხვევები ტრანსპორტში. მათ შორის, სამარშრუტო ტაქსებსა და მეტროში, სილამაზის სალონებში, კაფე-ბარებში.

სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით პოსტებს:

„მარშუტკაში პირბადე ყველას აღარ უკეთია. 7 ადამიანი ზის პირბადის გარეშე“.

„უმრავლესობას პირბადე ისევ ყბაზე აქვს. რამდენიმე შენიშვნის მიცემა მომიწია პირბადის გაკეთებაზე, აგრესიულად შემომხედეს, მაგრამ ძალების უთანასწორობა მალევე გააცნობიერეს. ჰოდა ბევრი კლასტერი იქნება, ყველას ყველაფერი ფეხებზე კიდია“.

„მეტროშიც აღარ უკეთიათ პირბადეები. როგორც კი ვაგონებში შედიან, მაშინვე იხსნიან პირბადეს“.

ჟურნალისტი რუსუდან ფანოზიშვილი, ფეისბუკში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ორი კვირის წინ, თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით, სამარშრუტო ტაქსით მგზავრობას იხსენებს და წერს, რომ მანქანაში, რომელშიც 20-მდე მგზავრი იჯდა, პირბადე მხოლოდ მას და ერთ მგზავრს ეკეთა. რუსუდანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მძღოლს სთხოვა, მგზავრებისთვის მიემართა, რომ პირბადეები გაეკეთებინათ, მის თხოვნას მძღოლმა, რომელსაც თავადაც არ ეკეთა პირბადე, ყურადღება არ მიაქცია. ამის შემდეგ, რუსუდანი იძულებული გახდა თავად მიემართა მგზავრებისთვის:

„გთხოვთ, პირბადეები გაიკეთოთ-მეთქი. აი, ეს ხალხი, თითქოს ვიღაცის თქმას ელოდებოდა, იმ წუთასვე ყველამ ან ჩანთიდან ამოიღო, ან ნიკაპიდან ამოიწია პირბადეები და გაიკეთეს. ერთმა ბიჭმა არ გაიკეთა. რომ დავჯექი, ცოტა ხანში უკან გავიხედე, მაინტერესებდა, ხომ არ მოიხსნეს-მეთქი და იმ ბიჭმაც, თითქოს ფაქტზე წავასწარი, ჩემს გახედვაზე სასწრაფოდ გაიკეთა პირბადე“.

როგორც რუსუდანი ყვება, ბათუმსა და სანაპიროს პატარა ქალაქებში, ამ თვალსაზრისით „სრული განუკითხაობა იყო“:

„არაფრის შიში არ ჰქონდათ, რომ ან ვინმეს დაეჯარიმებინა, ან რამეზე პასუხი მოეთხოვებოდათ. როგორც ჩანს, მე არ მინახავს, ამ ზაფხულს, მსგავსი ნიუსი და თუ იყო, შემახსენეთ, ასეთი პრეცედენტი არსად არ მომხდარა, რომ პირბადის ტარების ან სხვა წესის დარღვევის გამო ვინმეს რაიმე პრობლემა შეჰქმნოდა“.

ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - ისევ ჩავიკეტებით?

2 სექტემბერს, საქართველოში, კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი, 38 ინფიცირებული დაფიქსირდა. მაღალია 4 სექტემბრის მონაცემიც - 28 ახალი შემთხვევა. მიუხედავად ინფიცირებულთა მზარდი სტატისტიკისა, ხელისუფლება, ამ ეტაპზე, თანხმდება, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, განსაკუთრებული შეზღუდვები არ ამოქმედდება.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ხელისუფლების მიზანი ქვეყნის ჩაკეტვა არ არის და მათ საზოგადოების კეთილგონიერების იმედი აქვთ:

„ჩვენი მოსახლეობა დღესდღეობით განსაკუთრებით ფრთხილია. ჩვენ, ამ ეტაპზე, კვლავ შევეცდებით, რომ კომუნიკაციისა და მოწოდებების საშუალებით გავაუმჯობესოთ ის ხარისხი, რომელიც საჭიროა ინფექციის გავრცელების პრევენციისათვის. ჩვენი მიზანი არ არის ქვეყნის ჩაკეტვა“.

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა კი ამბობს, რომ ქვეყანამ ეპიდემიის მართვა ისწავლა, მინიმალური შეზღუდვებით გადის ფონს და ნაპოვნია ე.წ. ოქროს შუალედი:

„ვცდილობთ, დიდად არ დავაზარალოთ ბიზნესი, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენი პრიორიტეტი არის, რომ ვიზრუნოთ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია არსად წასულა, მობილობა გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა ინფიცირების რიცხვებიც, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვრეაგირებთ. ტესტირების მოცულობა იზრდება. დროულად ვავლენთ ყველა იმ კონტაქტს, რაც საჭიროა, ვირუსის ლოკალიზებისათვის. ამის პარალელურად, ეკონომიკა ჯანსაღდება. შესაბამისად, ვისწავლეთ თანაცხოვრება ვირუსთან, მაგრამ, რა თქმა უნდა, დიდი დახმარება და პარტნიორობა გვჭირდება მოსახლეობისგან, მათი პასუხისმგებლობა, პირბადეების გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა, ჰიგიენური ნორმების დაცვა. ასევე გვჭირდება დახმარება ბიზნესისგან, რომელმაც უნდა იზრუნოს დასაქმებულებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებაზე“.

კლასტერი „დონა“ - როგორ იყიდა ნინომ ნამცხვარი

უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლასტერი, რომელიც დღევანდელი მონაცემებით, 36 ინფიცირებულისგან შედგება, ბათუმში, საკონდიტრო „დონას“ კლასტერია. ინფიცირების პირველი შემთხვევები იქ პირველ სექტემბერს გამოვლინდა. ვირუსი დაუდასტურდა როგორც საკონდიტროს თანამშრომლებს, ისე მომხმარებლებს და მათთან კონტაქტში მყოფ პირებს.

„დონას“ ერთ-ერთი მომხმარებელი, 37 წლის ნინო ნატროშვილი, საკონდიტროში 29 აგვისტოს, თბილისში წამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე იმყოფებოდა. იქ 3-4 წუთი დაჰყო, ეკეთა პირბადე, შეარჩია ნამცხვარი, თანხა დისტანციურად გადაიხადა და გამოვიდა. ნინოს თქმით, შესვლისას თერმოსკრინინგი არ გაუვლია, სივრცე სავსე იყო ხალხით, განსაკუთრებული სიმრავლე იყო „დონას“ კაფის ნაწილში და დისტანციის წესები, მთელ საკონდიტროში, სრულიად უგულვებელყოფილი იყო:

 

„რომ შევედი, მაშინვე გავოცდი, ეს ამდენი ხალხი ამ ერთ პატარა სივრცეში როგორ შეიძლება-მეთქი. ახლა ვნანობ, რომ მაშინვე არ გავაპროტესტე და რეაგირება არ მქონდა, მაგრამ იმ მომენტში, ვერ მოვიფიქრე, თან მატარებელზე მაგვიანდებოდა. არანაირი დისტანცია, არანაირი თერმოსკრინინგი, ზოგი კაფეში იჯდა, ზოგი ტორს უკვეთავდა, ზოგი ყიდულობდა, სრული ქაოსი იყო. კარგად მახსოვს, გარეთ რომ გამოვედი, ვთქვი, ვაიმე, რა კარგი ყოფილა სიჩუმე-მეთქი. ძალიან საწყენია, ის ფაქტი, რომ „დონამ“ განცხადება გაავრცელა, თითქოს, საკონდიტრო წესების სრული დაცვით მუშაობდა. იქ, რომ ვინმეს წესები დაეცვა, ასეთი აფეთქება ნამდვილად არ მოხდებოდა. პისიარ ტესტი 2 სექტემბერს გავიკეთე. საბედნიეროდ, პასუხი ნეგატიურია“.

ნინომ ბათუმში 11 დღე გაატარა. ამბობს, რომ ქალაქში სრულიად მოდუნებულია კონტროლის მექანიზმი:

„იყო ობიექტები, სადაც ნამდვილად იცავდნენ წესებს, თუმცა, უმეტესი ობიექტი, იქნებოდა ეს კლუბები თუ კაფე-ბარები, არანაირ წესს არ ექვემდებარებოდნენ - არც დისტანცია, არც თერმოსკრინინგი, არც პირბადე. არაერთი ვიდეო ვრცელდებოდა სოციალურ ქსელში კლუბებიდან, თუმცა, სანამ ბათუმი აფეთქების კერად არ იქცა, მანამდე მაკონტროლებელ ორგანოს, როგორც ჩანს, განსაკუთრებული ყურადღება ამ ფაქტებისთვის არ მიუქცევია“.

ვინ და როგორ აკონტროლებს დახურულ სივრცეებს?

მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც სხვადასხვა ობიექტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებული რეგულაციების შესრულების ხარისხს ამოწმებს, არის შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. ეს უწყება, მუნიციპალური სამსახურების, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს ობიექტების მონიტორინგის.

ბექა ფერაძე, დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სხვადასხვა უწყების ჩართულობით, შრომის ინსპექციას, საქართველოს მასშტაბით, 400-მდე პირი ჰყავს მობილიზებული იმისათვის, რომ ობიექტების შემოწმება განახორციელონ. მისი თქმით, ობიექტების მონიტორინგის განრიგი დგება არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არ არსებობს წინასწარ გაწერილი გეგმა და ეს 400 ადამიანი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ობიექტების მონიტორინგი ეფექტურად განხორციელდეს.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის, 10 000 ლარით დაჯარიმებულია 70-მდე და დახურულია 4 ობიექტი. ოთხივე ობიექტი ბათუმში დაიხურა:

„შრომის ინსპექციამ დაახლოებით ორი კვირის წინ მიიღო დისკრეციული უფლება, რომ დარღვევების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის შემთხვევაში, ობიექტები დახუროს. ეს უფლება შრომის ინსპექციამ პირველად 3 სექტემბერს გამოიყენა და ბათუმში ოთხი ობიექტი დახურა. მათ ასევე გამოეწერათ 10 000 ლარიანი ჯარიმა. ობიექტებს, ცხადია, სამუდამოდ ვერ დავხურავთ. ჩვენ არ ვუსაზღვრავთ მათ კონკრეტულ დროს იმისათვის, რომ გამოასწორონ შეუსაბამობები. ეს მათ თავად უნდა გადაწყვიტონ, იქნება ეს 10 დღე თუ ერთი თვე, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული. შემდეგ, როდესაც შემოვა შეტყობინება, ამ ობიექტებს ხელახლა გადავამოწმებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, კვლავ გაიხსნას თუ არა. ჩვენ ასევე ვმუშაობთ პრევენციაზეც. დაახლოებით 200-300 ობიექტს, ყოველდღიურად ეწოდება ინფორმაცია იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რომ შემდეგ არ მოხდეს მათი სანქცირება“.

რამდენი ჯარიმა გამოწერა შსს-მ პირბადის მოხმარების წესის დარღვევისთვის?

რაც შეეხება, პირბადის გამოყენების წესის დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმებს, ეს უფლება შსს-ს თანამშრომლებს აქვთ. პირბადის მოხმარების წესის დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეს საშუალება აქვს დარეკოს 112-ში, ადგილზე მისული საპატრულო ეკიპაჟი კი დამრღვევ პირს, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, გამოუწერს ჯარიმას.

შსს-ს მიერ რადიო თავისუფლებისათვის მიწოდებული მონაცემებით, პირბადის ტარების წესების შესახებ კანონის ამოქმედებიდან პირველ 18 დღეში, ანუ, ივნისის ბოლოს, სამართალდამცავების მიერ 800-ზე მეტი ფიზიკური პირი იქნა დაჯარიმებული. რაც შეეხება უახლეს მონაცემებს, რადიო თავისუფლებამ ეს ინფორმაცია უწყებისგან გამოითხოვა და ელოდება პასუხს.

უნდა გვეშინოდეს თუ არა COVID 19-ის ე.წ. მეორე ტალღის?

ინფიცირების შემთხვევების გაზრდილმა მაჩვენებელმა, მოქალაქეების ნაწილში გააჩინა შიში, როგორც თავად ვირუსის, ისე, შეზღუდვების შესაძლო დაწესების გამო, რაც კიდევ უფრო მეტ სირთულეს შეუქმნის, მათ, ისედაც მყიფე ეკონომიკურ მდგომარეობას.

მსგავსი შიშები და უფრო მეტიც, პროტესტი, მხოლოდ საქართველოს რეალობა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში, კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი მატულობს, ამ ფონზე, სულ უფრო აქტუალური ხდება მოქალაქეთა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები შეზღუდვების წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი მრავალათასიანი აქცია რამდენიმე დღის წინ, ბერლინში გაიმართა. დემონსტრანტებმა, რომლებმაც მსვლელობა მოაწყვეს „უნტერ დენ ლინდენის“ ქუჩიდან ბრანდენბურგის ჭიშკრის გავლით ტირგარტენამდე, ხელისუფლებას მოუწოდებდნენ: „გახსენი ჭიშკარი!“ და „ხალხი ჩვენ ვართ!“.

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დღეს, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, არ იძლევა პანიკისა და ხელახალი შეზღუდვების დაწესების საფუძველს. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ინფექცია, მოსახლეობაში, სავარაუდოდ, მომდევნო ათეულობით წლების განმავლობაში დარჩება, საზოგადოებამ ამ ვირუსთან თანაარსებობა უნდა შეძლოს, რაც ქვეყნების ე.წ. დაპაუზებას გამორიცხავს.

„ზედმეტი პედალირება, რომ აი, 38 შემთხვევა გვაქვს, აი, 35 შემთხვევა გვაქვს, პირველი ტალღის მეცხრე რხევაში ვიმყოფებით და ასე შემდეგ, არ არის საჭირო. ცხადია, ადამიანებს უნდა შევახსენოთ, რომ ეს ინფექცია ჩვენთან არის და პერიოდულად განსაკუთრებით გვახსენებს თავს და ალბათ კიდევ დიდხანს შეგვახსენებს, რადგან ამის მაგალითია წითელა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა ქვეყნებმაც კი ვერ დაამარცხეს. ამიტომ იმის იმედი, რომ გამოჩნდება წამლები, გამოჩნდება ვაქცინა და გავაქრობთ ვირუსს, ნუ გვექნება, ეს ასე არ მოხდება. ჩვენ, დარგის სპეციალისტები, ვალდებულები ვართ, შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიიდან მეცხრე თვე დაიწყო, ჯერჯერობით, ყველაზე ძლიერი იარაღი მასთან გასამკლავებლად, არის სოციალური დისტანცია და პირბადის ტარება. უფრო ეფექტური საშუალება, მეცნიერებამ და მედიცინამ მსოფლიოს ჯერ ვერ შესთავაზა.

დღეს საქართველოში, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ქვეყანას ამის გამო ვერ დავაპაუზებთ, ისედაც ჭაობში ვართ და კიდევ უფრო ნუ ჩავეფლობით, ეკონომიკა უკან-უკან მიდის, განათლების საშუალებები სულ უფრო და უფრო მწირია, არ შეიძლება, რომ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდეს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თუკი ვირუსის დროული აღმოჩენის, ტესტის ჩატარების, ეპიდემიოლოგიური სამსახურის გაფართოების, ექიმების გადამზადების, კლინიკების მოწყობისა და რეანიმაციული მზაობის საშუალება იქნება, ეს ინფექცია ვერანაირ პრობლემას ვერ შექმნის.

დასაწყისში, როდესაც ეს ვირუსი გავრცელდა, ბევრი რამ უცნობი იყო. არ ვიცოდით ინფექციის შინაარსი, დღეს უკვე ირკვევა, რომ პაციენტების 40%-ს ვირუსი უსიმპტომოდ გადააქვს, 80%-ს მინიმალური სიმპტომები აქვთ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიოში მკვეთრად იკლებს. ამიტომ, ეს ინფექცია ქვეყნისთვის განსაკუთრებული პრობლემა არ უნდა იყოს. პანიკის საფუძველს აბსოლუტურად ვერ ვხედავ, კრიტიკული შემთხვევები მხოლოდ 2-5%-ში მერყეობს და თუკი გვექნება სრულფასოვანი მზაობა ამ სიტუაციის მართვას, ქვეყანა უპრობლემოდ შეძლებს“.

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, საინტერესოა, როგორ გამოიყენა ხელისუფლებამ რამდენიმეთვიანი პერიოდი იმისათვის, რომ მზარდი მონაცემების შემთხვევაში, ვირუსს სათანადოდ გაუმკლავდეს:

„ამ ინფექციამ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ე.წ. ფორა მოგვცა. ამ პერიოდში, ქვეყანა უნდა მომზადებულიყო და კვლავ უნდა ემზადებოდეს. მათ შორის, ჰოსპიტალური სექტორი, ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილი უნდა იყოს ტესტების უზარმაზარი რაოდენობით. პანდემიის დაწყებიდან ცხრა თვეში, ქვეყანას ძალიან ბევრი პისიარ ტესტის ჩატარების უნარი უნდა ჰქონდეს, რასაც მაგალითად, ვერ გავაკეთებდით თებერვალსა და მარტში. ეს მზაობა უნდა იყოს ძალიან სერიოზული. მე არ მაქვს ეს ინფორმაცია. ჩვენ რომ დაგვჭირდეს, მოვახერხებთ, რომ დღეში 50 000 პისიარ ტესტი გავაკეთოთ? მე ეს კითხვები მაქვს. ზამთარი კარზეა, ქვეყანას რომ დასჭირდეს, დღეში რამდენი ტესტის ჩატარება შეგვიძლია? როგორ გაიზარდა ეს შესაძლებლობები, აი ეს ინფორმაცია გვითხრან, ეს გვაინტერესებს“.

როგორ ემზადება ქვეყანა საშემოდგომო სეზონისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ იწყება სასწავლო წელი, იხსნება გასართობი დაწესებულება, მოიმატებს სეზონური ვირუსებიც, საჭირო გახდება სულ უფრო მეტი ტესტის ჩატარება, ამ და სხვა კითხვებით, რადიო თავისუფლებამ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. როგორც უწყებაში განგვიმარტეს, სამინისტრო მომავალ კვირაში გეგმავს წარადგინოს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მზაობისა და რესურსების შესახებ ინფორმაცია.

4 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1596 შეადგინა.

15-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. სულ გამოჯანმრთელებულია 1294 ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 19-ია.

4 სექტემბრის დილის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6250 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 289. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

За три месяца по гаражной амнистии оформлено 197 гаражей и 395 земельных участков



VIP

Как надо ПРОДАВАТЬ СЦЕНАРИЙ, ПЬЕСУ, СИНОПСИС.






Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Биологи столицы рассказали, каких животных фотоловушки снимают чаще всего





Путин в России и мире
Москва

Путин и Пашинян согласовали вывод пограничников РФ из некоторых областей Армении


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Марина Василевская передала Александру Лукашенко флаг Беларуси, побывавший на МКС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певица

Певица Лолита получила серьезные ожоги в Болгарии



Москва

Почему в Петербурге метро строили медленнее, чем в Москве

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net