მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი ერთმანეთს ჭავჭავაძის გამზირზე შეეჯახა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის განცხადებით, რამდენიმე პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
„ორმა უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე, ერთი ბავშვი მშობლებმა კლინიკაში გადაიყვანეს“,-განაცხადეს უწყებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.