ომსკელი ექიმები ალექსეი ნავალნის გერმანიაში გადაყვანაზე თანახმა არიან
ომსკის საავადმყოფოს ექიმებმა, სადაც ალექსეი ნავალნი იმყოფება, მის მეუღლეს, იულიას, განუცხადეს რომ შეუძლია ნავალნი გერმანიაში გადაიყვანოს, ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
ინფორმაციას ავრცელებს ალექსეი ნავალნის პრეს-მდივანიც:
“ალექსეის ტრანსპორტირების შესახებ მოლაპარაკებები განახლდა. სავარაუდოდ, მას გადავიყვანთ. სამწუხაროა, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად ექიმებს ამდენი დრო დასჭირდათ. თვითმფრინავი დილიდან მზადყოფნაშია, დოლუმენტებიც მზადაა”, წერს კირა იარმიში.