Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

რად დაუჯდა ომი და ოკუპაცია პუტინის რუსეთს?

რად დაუჯდა ომი და ოკუპაცია პუტინის რუსეთს?

რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისევ ეჭვის თვალით უყურებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერაც ერთადერთი იმედია საქართველოსთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 12 წელი გავიდა - გადაიხადა თუ არა ადეკვატური საფასური რუსეთმა საქართველოს ოკუპაციისთვის, ისტორიის გადაწერისთვის და მზარდი აგრესიისთვის? რაზეა დამოკიდებული საერთაშორისო პარტნიორების მეტი მეტი მხარდაჭერა და რეაგირება?

სოხუმში ევროკავშირზე გაბრაზდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას ევროკავშირის საელჩოს განცხადებაში თვალი მოსჭრა ფრაზებმა, რომლებიც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას შეეხება.

„აშკარად იგრძნობა ტენდენციური ფორმულირება, რომელშიც კონცენტრირებული სახით არის ასახული თბილისისა და მისი დასავლელი პარტნიორების უკიდურესად ცალმხრივი პოზიცია. საქართველო და წამყვანი დასავლური ქვეყნები ჯიუტად არ ამჩნევენ არც აფხაზეთის რესპუბლიკასა და არც სამხრეთ ოსეთს. დამახასიათებელია, რომ განცხადებაში საერთოდ არაფერია ნათქვამი - ვინ დაგეგმა და განახორციელა აგრესია 2008 წლის აგვისტოში“ - აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

ტექსტში არაფერია ნათქვამი ამერიკის საელჩოს იმავე სულისკვეთების განცხადებაზე, მაგრამ სოხუმიდან ევროპელებისთვის დასმული შეკითხვა ამერიკელებსაც შეეხებათ. შეკითხვის კონკრეტული ადრესატია ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია - აკვირდებიან თუ არა ისინი საქართველოში ამერიკისა და ნატოს მონაწილეობით მიმდინარე წვრთნებს და რას ფიქრობენ ამ უკიდურესად არასამშვიდობო ქმედებებზე?

საქართველოს მხარდამჭერი დასავლელი პარტნიორების დადანაშაულება ხშირია როგორც სოხუმიდან, ასევე ცხინვალიდან. დე ფაქტო ხელისუფლებები მხოლოდ იმ „შეუქცევად ახალი რეალობას“ აღიარებენ, რომელზეც ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ლაპარაკობს.

ამ ახალი რეალობის ფარგლებში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა (2008 წლის 26 აგვისტოს);

გააგრძელა მცოცავი ოკუპაცია, საქართველოს დამატებითი ტერიტორიების მიტაცება და ხალხის გატაცება-დაპატიმრება-მკვლელობა;

სამხედრო ბაზები განათავსა როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში (სხვადასხვა წყაროს ცნობით, 5000-დან 7000-მდე რუსი სამხედროს ტევადობით);

დღემდე არ დაუშვა საერთაშორისო პარტნიორების წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე;

დღემდე არ შეასრულა 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება, საერთაშორისო საზოგადოების უამრავი მოწოდების მიუხედავად.

საქართველოს ისტორია გადაიწერა და გადაწერილი ისტორიის დამკვიდრების პროცესში 2019 წელს თავად რუსეთის პრეზიდენტიც ჩაერთო. პუტინის მიერ გახმოვანებული ფაქტებით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ნაწილი არც არასდროს ყოფილა. პუტინისეული ფაქტები სრულად გამორიცხავს საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების პერსპექტივას. „კარგი იქნება ამ ყველაფრის ცოდნა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ამის დავიწყება არასოდეს არ შეიძლება“- ურჩია ერთი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას.

გადაიხადა თუ არა საფასური რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომისთვის?

 

EURACTIV-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გამოხატავს გარკვეულ უკმაყოფილებას საერთაშორისო თანამეგობრობის არასაკმარისი რეაგირების გამო. ის პარტნიორების მეტი ძალისხმევის აუცილებლობას ხედავს და თვლის, რომ საქართველოსა და უკრაინის კრიზისები ერთად უნდა განიხილებოდეს.

ევროპის სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაზე საერთაშორისო თანამეგობრობის არასაკმარისი რეაგირება საშიშ პრეცედენტებს ქმნის და მთავარი დარტყმის ქვეშ სწორედ ევროპულ უსაფრთხოებას აყენებს;

უმოქმედობას მოსკოვი ნების დართვად აღიქვამს, მტკიცე და მკაფიო უნდა იყოს ევროპის პოზიცია და გზავნილი - ევროპულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა დაუსჯელი არ დარჩება;

საქართველოს ინტენსიური სამშვიდობო პოლიტიკის მიუხედავად, სამშვიდობო პროცესი ჩიხშია შესული და ეს მხოლოდ რუსულ-ქართული ურთიერთობების დინამიკით ვერ აიხსნება.

რუსულ-ქართული კონფლიქტი, უკრაინის კრიზისთან ერთად, მთელი სიმწვავით უნდა განიხილებოდეს, რადგან ორივე კონფლიქტი ერთ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი შავი ზღვის რეგიონში დესტაბილიზაციის კერების შექმნის გზით ევროპული უსაფრთხოების აღმოფხვრაა.

მთელ რიგ საერთაშორისო დოკუმენტებსა თუ განცხადებებში, სადაც რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და მისი შეკავების ზომებზეა ლაპარაკი, უკრაინასთან ერთად საქართველოს ოკუპაციაც არის მოხსენიებული. თუმცა ასევე, არსებობს არაერთი ფაქტი, როცა საერთაშორისო პარტნიორები უკრაინასთან ერთად არ ახსენებენ საქართველოს.

ანალიტიკოსების ერთი ნაწილი თვლის, რომ უკრაინის საკითხი მისი სიმწვავისა და ცხელ ფაზაში არსებობის გამო დომინირებს. თუმცა როგორც „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი გვეუბნება, ასეთი შედეგის თავიდან აშორება პროაქტიური პოლიტიკით იყო შესაძლებელი.

„მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ისეთი უმთავრესი საერთაშორისო პლატფორმა, როგორიც არის „დიდი შვიდიანი“. მასში შემავალი ქვეყნების შეხვედრებზე ძალიან მკაფიო განცხადებები იყო რუსეთის საწინააღმდეგო და უკრაინის მხარდასაჭერი, ხოლო საქართველოზე საერთოდ სიტყვა არ იყო ნათქვამი.

საფრანგეთში შემდგარ ბოლო დოკუმენტში, როდესაც რუსეთისთვის, როგორც რეგიონული საფრთხისთვის დაწესებულ სანქიებზეა ლაპარაკი, მხოლოდ უკრაინის კონტექსტი გვხვდება. რას ნიშნავს ეს?

ჩვენ უნდა შევიმუშაოთ კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგია რუსეთთან მიმართებით და აქტიური პოზიცია დავიკავოთ საერთაშორისო თანამეგობრობის რიგებში რუსეთის საწინააღმდეგოდ... მარტო ჩვენ რუსეთთან ვერაფერს გავხდებით“.

რუსეთმა უკრაინაში საქართველოს შემდეგ გადაინაცვლა.

ბოლო წლებში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არასათანადო რეაგირებას მოჰყვა სწორედ რუსეთის გათამამება და უკრაინის ყირიმის ანექსია 2014 წელს.

ხოლო აგვისტოს ომის წინ ერთგვარი მუხტისა და „მწვანე შუქის“ ფუნქცია შეასრულა საქართველოსთვის ნათქვამმა უარმა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე (MAP), 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტის ფარგლებში.

ოპოზიცია ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებს რუსეთთან დამთმობი ქმედებებისა და არგაღიზიანების წამგებიანი პოლიტიკის გამო. ოპონენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მეტი აქტიურობისთვის საჭიროა, რომ მათ პირველ რიგში საქართველომ აჩვენოს აქტიურობის მაგალითი.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ 7 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას, ხელისუფლება ირჩევს მშვიდობიან გზას და საერთაშორისო პარტნიორების იმედად რჩება.

 

„ჩვენი ხელისუფლების არჩევანი არის მშვიდობიანი, რაციონალური და თანამიმდევრული პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე - სრულ დეოკუპაციამდე და ხელოვნურად გახლეჩილი საზოგადოებების ერთიან, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებამდე“.

მინისტრი ზალკალიანი კი თავის სტატიაში ასევე წერს, რომ საქართველო ერთგულად მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას, ძალისხმევას არ იშურებს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების (ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმები) ეფექტიანად გამოყენებისათვის; საქართველო არასოდეს იტყვის უარს დემოკრატიის განვითარებაზე და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

В Архангельске завершился первый этап Кубка России по пляжному волейболу



Мир

Российские туристы изменили свои предпочтения по отдыху в Турции: многое поменялось






Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Ежемесячную денежную выплату получают более 1,6 млн пострадавших от радиации





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о героях нашего времени


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Польский судья отказался от должности и попросил защиты у Лукашенко. Он обвинил Варшаву в нечестной политике




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Полина Гагарина

Полина Гагарина — про уход на пенсию и особые способности Сергея Лазарева



Москва

"Он со мной не здоровался или не узнавал меня". Странности характера хита "Радовать"

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net