"მხოლოდ თბილისში შეკრებილი პოლიტიკური სპექტრი კი არ უნდა იფანტებოდეს არჩევნებზე ხმების მისაღებად, არამედ რეგიონებში უნდა იყვნენ ლიდერები"
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, არინა თავაქარაშვილი მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას აფასებს და თვლის, რომ მნიშვნელოვანია როგორ სახეებს სთავაზობს პოლიტიკური სპექტრი ამომრჩევლებს და რამდენად გახსნილია პოლიტიკური ასპარეზი ახალი ადამიანებისთვის.