ლიბანის დედაქალაქში მძლავრი აფეთქება მოხდა
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ცოტა ხნის წინ მძლავრი აფეთქება მოხდა.
თვითმხილველის მიერ ერთ-ერთი სახლის აივნიდან გადაღებულმა ვიდეომ სოციალურ ქსელი მოიცვა.
სააგენტო "როიტერსის" თანახმად, აფეთქება მოხდა პორტში, სადაც საწყობებია განლაგებული.
მძლავრი აფეთქების ტალღამ დედაქალაქის რამდენიმე რაიონს გადაუარა, დალეწა და დამსხვრია ფანჯრების მინები და კარები. დაშავდნენ ადამიანები.
სხვა დეტალები უცნობია.