თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის მძღოლები ახალი სქემით მოძრაობაში მეცადინეობენ
თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი დაგეგმილი 12:00 საათის ნაცვლად, დაახლოებით 02:00-ზე გადაიკეტა. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ავტობუსები სატესტო რეჟიმში მოძრაობენ. მძღოლები მეცადინეობენ მოძრაობის ახალი სქემით ავტობუსის მართვაში.
ჭავჭავაძის გამზირი კიდევ ორი ღამით 12:00-დან 00:04 საათამდე გადაიკეტება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის მაისში დაიწყო. მისი რეაბილიტაციიისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 15 მლნ ლარზე მეტი იხარჯება. განახლებულ გამზირზე გზის სავალი ნაწილის შუაში დამონტაჟდა ავტობუსის მოსაცდელები, ხოლო ავტობუსებისთვის მოძრაობის საპირისპირო მიმარულება განსაზღვრეს. გზის შუა ნაწილში მოსაცდელების მოწყობის შემდეგ ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.