მედია: დიანა ტრაპაიძე “ტვ პირველზე” ბრუნდება
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე “ტვ პირველზე” ბრუნდება.
ცნობილია ისიც, რომ ჟურნალისტი კვლავ ტოკ-შოუ “დღის ამბების” წამყვანი იქნება.ცნობისთვის, ჟურნალისტმა ტელეკომპანია 2020 წლის 15 ივნისს დატოვა.
“ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე, რომ ახლა დასრულების დროა” – ამ სიტყვებით დაემშვიდობა მაშინ ტრაპაიძე მაყურებელს და არ დაუკონკრეტებია რა გეგმები ჰქონდა.