Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

„ჩვენი ექიმები“ - „ოცნების“ სასწრაფო სამედიცინო დახმარება?

საქართველოს მმართველი პარტია თავს იწონებს პანდემიასთან წარმატებული ბრძოლით. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას ეს წარმატება სახელისუფლებო გუნდის პროფესიონალიზმითა და ხალხის (ქვეყნის) მსახურების წყურვილით ახსნა.

ბიძინა ივანიშვილს არაფერი უთქვამს შეუსრულებელ დაპირებებზე, ისევე როგორც არაფერი უთქვამს ამ დაპირებების (ან ახალი დაპირებების) სამომავალოდ შესრულების პერსპექტივაზე. ისე გამოვიდა, თითქოს, 2012 წელს მხოლოდ იმის გამო შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“ მაშინდელი მმართველი პარტია, რომ 2020 წელს ახალი კორონავირუსისგან ეხსნა ხალხი და ქვეყანა.

უცნაურია, მაგრამ დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას არაფერი თქმულა სიღარიბის, უმუშევრობის, ინფლაციის, ეკონომიკის, მართლმსაჯულების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სხვა საკითხებზე. მთავარი აქცენტი ეპიდემიასთან წარმატებულ ბრძოლაზე გაკეთდა!

„ექსტრემალურ ვითარებაში, როდესაც რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როდესაც ყველაფერი სხვა გაუფერულდა ამ განსაცდელის წინაშე, ხალხმა ხელშესახებად იგრძნო მზრუნველი ხელისუფლების ხელი და მის გარშემო გაერთიანდა. ...კრიზისის დროს უკეთ გამოჩნდა, ჩვენმა ხალხმა უკეთ დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი და ეფექტიანი ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი და მისი სიცოცხლე ყველაზე ღირებულია. ასეთი იყო „ქართული ოცნება“ და ასეთად დარჩება ყოველთვის“, - განაცხადა ტრიბუნასთან მდგომმა ბიძინა ივინიშვილმა და, მისი სიტყვით გამოსვლის პარალელურად, მთავრობის წევრების სახეებთან ერთად საზოგადოებამ მსხვილი ხედით იხილა „პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი მუშკეტერები“:

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე;

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე;

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე;

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი.

თუ გავიხსენებთ იმას, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებულ Edison Research-ის კვლევის მიხედვით, ნდობის 79 %-იანი მაჩვენებლით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) მხოლოდ ჯარს (90 %) და ეკლესიას (88 %) ჩამორჩება, ხოლო პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ნდობის მაჩვენებლები, სულ რაღაც, 63 % და 52 %-ია, გასაგები გახდება, თუ რატომ მიიწვიეს პარტიულ ღონისძიებაზე და რატომ შეურიეს მმართველი პარტიის „სახეებში“ NCDC-ის ხელმძღვანელები და სხვა სახელოვანი ექიმები.

წინა წლებში მმართველი პარტიები, როგორც წესი, ცნობილი სპორტსმენებისა და კულტმუშაკების პოზიტიურ იმიჯს მოიხმარდნენ. აშკარაა, რომ პანდემიამ ამ მიმართულებითაც დიდი ცვლილებები გამოიწვია, თუმცა ისიც აშკარაა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე „ჩვენი სახელოვანი ექიმების“ გამოჩენა დიდად არ წაადგება მათ იმიჯსა და, ზოგადად, ექიმებისადმი ხალხის ნდობას.

ნდობის მაღალი ხარისხის გარეშე ძნელია ეპიდემიის ეფექტიანი მართვა. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ხომ ისედაც დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ბოროტად იყენებს პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს, რომ მთავრობა პოლიტიკური მოტივებით ცდილობს ვითარების გაბუქებას და ამგვარი ეჭვების გამო ან ზერელედ იცავს დაწესებულ შეზღუდვებს ან, საერთოდ, უგულებელყოფს მედიკოსთა რეკომენდაციებს.

„ხომ არ მიგაჩნიათ, რომ მმართველი პარტიის პარტიულ ღონისძიებაზე დასწრებით დამატებით არგუმენტებს აძლევთ ოპონენტებს, რომლებიც ეჭვობენ, რომ მთავრობა პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს როგორც კოვიდის ეპიდემიას, ასევე სამედიცინო პერსონალს?" - რადიო თავისუფლებამ ეს კითხვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს დაუსვა.

ამირან გამყრელიძე: ბევრჯერ განვაცხადე: მე პოლიტიკა დავტოვე, როცა მინისტრობიდან წამოვედი 2004 წელს. ამის შემდეგ პოლიტიკურ დისკუსიებში არ ვმონაწილეობ. განა იმიტომ, რომ არ შემიძლია. შეგნებულად ვარიდებ თავს, აპოლიტიკური პიროვნება ვარ. სპეციფიკურ მნიშვნელოვან ინსტიტუტს ვხელმძღვანელობ და ვცდილობ ამით დავეხმარო ჩემს ქვეყანას. 20 ივლისს ვისი წარდგენაც იყო და რომელი პარტიისაც, სერიოზული როლი ითამაშეს იმაში, რომ 8 წლის განმავლობაში, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჯანდაცვა, რომლის წარმომადგენელიც მე გახლავართ, გამხდარიყო პოლიტიკური პრიორიტეტი. რა არის გასაკვირი, რომ მე მიმიწვიეს იქ და მათი მხარდამჭერი ვარ?

რადიო თავისუფლება: ეს რომ ყოფილიყო მთავრობის ღონისძიება, თქვენც სამთავრობო სტრუქტურას წარმოადგენთ და გასაკვირი არაფერი იქნებოდა, მაგრამ ეს იყო პარტიული ღონისძიება....

ამირან გამყრელიძე: კი, მაგრამ ეს პარტია ხომ მმართველი პარტიაა?

რადიო თავისუფლება: პარტიები იცვლებიან, ბატონო ამირან...

ამირან გამყრელიძე: იცვლებიან, კი ბატონო. როცა პოლიტიკური თანამდებობა მეჭირა, მაშინ სხვა პარტია იყო...

რადიო თავისუფლება: დავაზუსტებ: სოციალურ ქსელში ვუყურებდით თქვენს პირდაპირ ეთერს. კომენტარებში ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ, აი, მმართველ პარტიას სჭირდება covid-ი საარჩევნოდ შეზღუდვების დასაწესებლად და ამისთვის იყენებენ გამყრელიძეს და მის დაწესებულებასო...

ამირან გამყრელიძე: არა, ბატონო! არ ვიცი, თქვენ რამდენად მიცნობთ მე. ჩემი გამოყენება ეგრე ადვილი არ არის. მე ვარ საკმაოდ პრინციპული ადამიანი! კარგზე ვიტყვი კარგს და ცუდზე ვიტყვი ცუდს. ასევე ადვილი არ არის ამირან გამყრელიძის გამოყენება, ვერავინ ვერ გამოიყენებს ამირან გამყრელიძეს. ამირან გამყრელიძე ამ 30 წლის განმავლობაში ემსახურება მხოლოდ ერთს - თავის ქვეყანას და თავის ხალხს. ნებისმიერ პოზიციაზე - ვიყავი უბრალო ექიმი, ვიყავი პროფესორი, ვიყავი დირექტორი თუ ვიყავი მინისტრი... ამირან გამყრელიძე დგას ყოველთვის თავისი ხალხის სამსახურში, სულ ერთია, რომელი პარტია ხელმძღვანელობს ქვეყანას. თქვენ გგონიათ, სააკაშვილის დროს ნაკლებს ვაკეთებდი? ან შევარდნაძის დროს? გამორიცხულია, რომ სადმე ქვენააზრების გამო ვყოფილიყავი. არ ვმალავ, რომ მხარდამჭერი ვარ. ჩემთვის ყველაზე მთავარია ის, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა გახდა პოლიტიკური პრიორიტეტი, რაც არასოდეს ყოფილა. ვიმეორებ, მოგვეცა მეგაპროექტების განხორციელების საშუალება, რამაც გარკვეული შვება მოუტანა მოსახლეობას. ამაში პატარა წვლილი მეც მიმიძღვის და დამიძახეს, რა მოხდა, რა არის ამაში გასაკვირი?

ამირან გამყრელიძის მსგავსად, მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებას ასევე დაესწრო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი:

„პირველ რიგში ექიმი ვარ და სადაც დავჭირდები ჩემს ქვეყანას, იქ ვიქნები. ვისაც დავჭირდები, ყველგან ვიქნები“.

რადიო თავისუფლება: კი, მაგრამ ეს ხომ არ იყო სამედიცინო ღონისძიება, რომ ექიმის დასწრების აუცილებლობა ყოფილიყო?

ლევან რატიანი: სამედიცინო ღონისძიება იქნება თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. ვისაც დავჭირდები, ვინც დამპატიჟებს, ყველგან მივალ... ოღონდ საქართველოს სახელმწიფოს საკეთილდღეოდ“.

რადიო თავისუფლება: სხვა პარტიებმაც რომ დაგპატიჟონ, მიხვალთ?

ლევან რატიანი: სადაც იქნება ქვეყნის საკეთილდღეო ამბავი და უკეთესი მომავლის პერსპექტივა ექნებათ ჩვენს შვილებს, იქ ვიქნები მეც. ასე რომ, ექიმი ვარ და პოლიტიკა არ მაინტერესებს!

რადიო თავისუფლება: თქვენ შეიძლება არ გაინტერესებთ, მაგრამ პოლიტიკოსები იყენებენ თქვენს დადებით იმიჯს...

ლევან რატიანი: არავინ არ იყენებს, ნამდვილად. დამიჯერეთ, თავს არავის გამოვაყენებინებ. აპოლიტიკური ვარ, პოლიტიკის არაფერი არ მაინტერესებს!

ცხადია, „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობით „ჩვენი ექიმები“ საქართველოს კანონმდებლობას არ არღვევენ. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი, ნინო რიჟამაძე ამბობს, საარჩევნო კანონმდებლობა საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას მხოლოდ ოფიციალური კამპანიის პერიოდში (კენჭისყრის დღემდე 2 თვის განმავლობაში) უზღუდავს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ფიციალური კამპანია ჯერ არ დაწყებულა (იწყება აგვისტოს ბოლოს, როცა ოფიციალურად დაინიშნება არჩევნები), საარჩევნო კანონმდებლობა პირდაპირ არ დარღვეულა, თუმცა, ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის თანახმად, მაქსიმალურად უნდა იყოს დისტანცირებული პარტიული ღონისძიებები სახელმწიფო ინსტიტუტებისგან, რათა ამომრჩეველს არ ჰქონდეს აღქმა, რომ სახელმწიფო და პარტია ერთი და იგივე ინსტიტუტებია და მათ შორის ზღვარი არ არსებობს. ეს არის საერთაშორისო პრინციპი, რომლის დაცვაც ევალება როგორც მთავრობას, ასევე მმართველ პარტიას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ იურისტმა, ნინო რიჟამაძემ.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

В Архангельской области пытаются эвакуировать собак из затопленного приюта



VIP

«1418»: выставка секции «Арт-фото» ТСХР в зале «Лаврушинский`15»




Українські новини

Депутат Миколаївської облради Кормишкін вперше опублікував своє весільне фото



Новости 24 часа

Миллионы — в хлам. Мажоры и блогеры разбивают в Москве дорогущие машины



Game News

You may be kicking yourself for deleting Destiny guns that are all of a sudden viable again, but one of the game's biggest YouTubers has been Marie Kondo-ing his friends' arsenals on camera for years



Москва

Героическое участие армян в СВО. Часть третья



News Every Day

Tom Aspinall says UFC 304 start time is ‘awful’ and should be changed as Brit provides update on next opponent



Происшествия

Совместные учения сотрудников Росгвардии и МЧС прошли в Москве



Москва

Кратко про арестованную подмосковную чиновницу Стригункову, курировавшую блок здравоохранения



Валерий Гергиев

Во Владимире прозвучал симфонический оркестр Мариинского и Большого театров под руководством Валерия Гергиева



Москва

Получить разрешение на использование объектов животного мира стало проще в Подмосковье



Андрей Рублёв

Рублёв: быстрая победа над Грикспором связана с тем, что хотел быстрее уйти с корта



Москва

В Евпатории появится уютный жилой квартал “Кубики”



Шапка

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)



Симферополь

Отзывы о поездах • Re: 142Е/142П Екатеринбург - Симферополь



Москва

Актерское агентство Киноактер. Актерское агентство в Москве.



Москва

Собянин: к 2030 году на долю Москвы придется 35–40% туристов в России



Москва

Героическое участие армян в СВО. Часть третья



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Институт СТЭИ при поддержке Комитета общественных связей и молодежной политики города Москвы реализует проект "Вода Москвы"





Путин в России и мире
Москва

Дугин в интервью Такеру Карлсону: "Путин — это традиционный лидер"


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

«Набей им морду, покажи им, что ты настоящий белорус». Лукашенко о поездке спортсменов на Олимпиаду




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Цинизм зашкалил: Елена Зеленская повеселилась в Киеве с герцогиней Эдинбургской


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



МакSим

МакSим о выступлении Трусовой под песню «Отпускаю»: «Как же мне приятно! Какой номер! Какой характер у этой девочки!»



Москва

В Троицке сотрудники прокуратуры и Почты РФ высадили саженцы сосны в бору

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net