Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin საქართველოს საგარეო უწყებას ახალი ბრალდებებით პასუხობს

აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან აფილირებული მედია Haqqin.az ახალ სარედაქციო წერილს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს. რედაქცია წუხს, რომ ოფიციალურმა პირებმა საქართველოში გამოცემის კომპეტენტურობა ეჭვქვეშ დააყენეს და საქართველოს გავლით სომხეთში იარაღის შესაძლო ტრანზიტის ისტორიას ახალ დეტალებს ამატებს.


Haqqin-ის მტკიცებით, სომხეთში შეიარაღების გასაგზავნად, საქართველომ საკუთარი ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცა სლობოდან ტესიჩს, იარაღით მოვაჭრეს, რომელიც სანქცირებულია აშშ-ის კონგრესის მიერ. ტესიჩი შეყვანილია “მაგნიტსკის აქტში”, რომელიც შეზღუდვებს უწესებს ადამიანის უფლებების დამრღვევ და კორუფციაში ჩართულ ადამიანებს.




19 ივლისის სარედაქციო წერილში Haqqin.az ამტკიცებდა, რომ სერბეთმა და რუსეთმა საქართველოს დახმარებით, სომხეთს სამხედრო ტვირთი მიაწოდა. ეს საქართველოში დეზინფორმაციად შეაფასეს.


საპასუხოდ გამოცემა ორ ფოტოს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მათზე ჩანს კამაზის ტიპის რუსული ავტომობილები, რომელთაც საქართველოს სახმელეთო გზით, სომხეთის მიმართულებით შეიარაღება გადააქვთ.


გამოცემის ინფორმაციით, სერბეთიდან სომხეთში შეიარაღება საჰაერო გზით ჩავიდა. საქართველოს ტერიტორიაზე კი ის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ ე.წ. “მაგნიტსკის სიაში” შეყვანილმა სლობოდან ტესიჩმა გაგზავნა.


“Haqqin-ის რედაქციის ხელთ არსებული დოკუმენტების თანახმად, სერბეთიდან ნაღმმტყორცნები სერბულმა კომპანიამ Vectura Trans D.O.O გაგზავნა, მიმღები კი სომხეთის თავდაცვის სამინისტროა. “Ventura Trans აშშ-ის სანქცირებულთა სიაში, ე.წ. მაგნიტსკის აქტში ფიგურირებს”, - წერს Haqqin და განაგრძობს: “შეიარაღება სერბეთის ქალაქ ნიშიდან საჰაერო გზით გაიგზავნა, დსთ-ის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ავიახაზებით”.


ვინ არის სლობოდან ტესიჩი?


ტესიჩი 2017 წლის შემდეგ ამერიკული სანქციების ქვეშაა. მას 10 წლის განმავლობაში მოგზაურობა შეზღუდული ჰქონდა გაეროს მიერ, ლიბერიაში იარაღის უკანონო ექსპორტირების გამო. ამერიკის ხაზინის ინფორმაციით, ქრთამის და ფინანსების მეშვეობით, ტესიჩი აზღვევდა კონტრაქტებს სხვადასხვა ქვეყანასთან. ის, ასევე, გარეული იყო ლიბიაში იარაღის გასაღებაში.


აშშ-ის ხაზინის ინფორმაციით, Vectura Trans DOO-ს მფლობელი და მმართველი დირექტორი, პირდაპირ ან არაპირდაპირ მართულია სლობოდან ტესიჩის მიერ.


“ტესიჩი ამ კომპანიას იყენებდა დამტკიცებული ლიცენზიების მისაღებად, იარაღის გარიგებების დასადებად და უცხო ქვეყნების ხელისუფლებებთან ხელშეკრულებების დასადებად”.


რატომ (არ) არის სამხედრო ტვირთის გატარება პრობლემა?


“სანქცირებულ პირებთან ურთიერთობა, როგორც წესი, ასბოლუტური უკიდურესობის პირობებში შეიძლება და ისიც შენი სახელმწიფოს ნაციონალური ინტერესებისთვის და არა სხვა, მესამე მხარისთვის”, - განმარტავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც ზოგადად სამხედრო ტვირთის ტრანზიტში პრობლემას ვერ ხედავს.


თუ საქართველო სომხეთს იარაღის მიღებაში დაეხმარა, ეს პრობლემა არაა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველომ - თანაბარ პირობებში - აზერბაიჯანისთვის განკუთვნილი იარაღიც გაატარა - უთხრა მან რადიო თავისუფლებას ამ თემის კომენტირებისას.


თინა ხიდაშელი ამბობს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან აფილირებული მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებს პასუხი თავდაცვის სამინისტრომ უნდა გასცეს, რადგან ამ ტიპის ტვირთის გატარებაზე ნებართვას სწორედ ეს უწყება გასცემს.


“არ გვითხრან, რა იარაღი გაატარა და ა.შ. მაგრამ თავისთავად გვითხრან, რასთან გვაქვს საქმე. იმიტომ, რომ ჩვენ სერიოზულ სკანდალში შეიძლება აღმოვჩნდეთ აზერბაიჯანთან”, - ამბობს იგი.


თინა ხიდაშელი ჰყვება, რომ 2016 წელის - როცა ყარაბაღის რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მორიგი ესკალაცია მოხდა - მაშინაც იყო მცდელობა საქართველოს გარევის ამ კონფლიქტში:


“აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს ტელეფონით ველაპარაკე - მან საჯარო კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანული მედიისთვის. პრესამ დაწერა, რომ მე დავურეკე მინისტრს და წარმატებები ვუსურვე. ზუსტად 5 წუთის შემდეგ დავდეთ ჩვენ ჩემი სატელეფონო საუბარი სომეხ მინისტრთან. არც ერთი საუბრის შინაარსი მე არ მომიყოლია. მათ [თავდაცვის სამინისტროს] შეუძლიათ ინფორმაცია ისე მიაწოდონ საზოგადოებას, რომ გასაგები გახდეს ყველაფერი”.


თინა ხიდაშელი, ასევე, ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ რუსეთიდან გაგზავნილი სამხედრო ტვირთი ნამდვილად სომხეთის შეიარაღებულ ძალებისთვის იყო განკუთვნილი და არა რუსული ბაზისთვის.


რა გამოცემაა Haqqin.az?


რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში რამდენიმე აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ Haqqin პროსახელისუფლებო პორტალია, რომელიც ძირითადად ოფიციალური ბაქოს პოზიციას ახმოვანებს და როგორც წესი მოვლენებს აზვიადებს.


მართალია ხელისუფლება ამ მედიას ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს - უთხრა ალიევის დიდი ხნის ოპონენტმა და გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამ რადიო თავიუსეფლებას, მაგრამ იქვე ეჭვი გამოთქვა, რომ მთიანი ყარაბაღის თემაზე მასალების გამოსაქვეყნებლად Haqqin-ს ხელისუფლების მითითება დასჭირვებოდა.


"არ არსებობს არც ერთი მიზეზი, რატომაც ამას საქართველოს მთავრობა დათანხმდებოდა. [ხელისუფლებას ამ ბრალდებას მე ვერ წავუყენებ, რადგან არ მჯერა, რომ სიმართლეა, მაგრამ თუ ეს დადასტურდა, რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ რუსული სცენარი, იმიტომ, რომ ორი სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ მიდიხარ, საერთაშორისო წესების დარღვევით", - ამბობს თავცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.


სარედაქციო წერილის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს სერბეთის ელჩი. შეხვედრაზე აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ დადასტურებულად იცის, რომ სერბეთიდან სომხეთში იარაღის მსხვილი პარტია გაიგზავნა. ამის შესახებ ბაქო ბელგრადისგან განმარტებას ითხოვს.


რადიო თავისუფლებამ განმარტების თხოვნით მიმართა საქართველოს საგარეო და თავდაცვის სამინისტროებს. არც ერთი უწყებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net