თბილისში, ქვემო ფონიჭალაში გზა გადაკეტეს დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა
„სრულ ვაკუუმში ვარ, არავინ არაფერს მაგებინებს. მეუბნებიან ვმუშაობო“, - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.
ოჯახის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან ავტომანქანით გავიდა. ბოლოს ის კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააფიქსირეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.