ნანი ბრეგვაძეს 84 წელი შეუსრულდა
“წლების მატებას არ განვიცდი. უბრალოდ, ხშირად ვფიქრობ იმქვეყნიურ ცხოვრებაზე. სიკვდილის არ მეშინია. ხშირად მიწევს ფრენა და უმეტესობას შიში აქვს ხოლმე. არის მომენტები, როცა რაღაც საფრთხე არსებობს, მაგრამ ამასაც სიმშვიდით ვხვდები. წავალ ამ ქვეყნიდან და გადავალ იქ, სადაც უფალი ყველას ელოდება.
ძლიერი ფსიქიკა მაქვს და ძალიან ხშირად ჩემი თავი ხელში ამიყვანია. ამაში კი უფალი ზემოდან მმფარველობს. ბევრი რაღაც გადავიტანე ცხოვრებაში, ბევრი არასასიამოვნოც, ცხოვრების გზა არ არის ია-ვარდებით მოფენილი, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. ე.ი. ეს ასე უნდა ყოფილიყო,” აცხადებს ნანი ბრეგვაძე.
დღეს, მომღერალს, საქართველოს სახალხო არტისტს 84 წელი შეუსრულდა.