„სამი მუშკეტერის“ უფრო დევიზი მომწონს, - ამბობს პაატა იმნაძე
„უფრო დევიზი მომწონს - ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“, - თქვა პაატა იმნაძემ.
„სამი მუშკეტერიდან“ რომელ პერსონაჟთან ხედავს მსგავსებას - ამ კითხვის პასუხად ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ყველა მათგანის ბავშვობის საყვარელი წიგნია „სამი მუშკეტერი“, მაგრამ „რომელი უფრო ვართ, არ ვიცი, მაგრამ დარტანიანი ვიცი, ვინც არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გასულ კვირაში BBC-მ, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შესახებ მომზადებულ სტატიაში - „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე და შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერი პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სამ მუშკეტერს შეადარა, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან.