მეცნიერებმა არ იციან, შესაძლებელია თუ არა COVID-19-ით ორჯერ დაავადება
ჯერჯერობით კვლავაც დაუდგენელია, შესაძლებელია თუ არა, ახალი კორონავირუსით მეორეჯერ დაავადდეს ადამიანი, რომელიც ერთხელ უკვე განიკურნა COVID-19-ისგან. მაგრამ ახალი კვლევები აძლიერებს ვარაუდს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში ბუნებრივად წარმოშობილი ანტისხეულები დიდხანს არ ძლებს.