აშშ სასამართლოს საგანგებო დადგენილებით ცდილობს არ დაუშვას ყოფილი მრჩევლის წიგნის გამოქვეყნება
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოში შეიტანა საგანგებო განხილვის მოთხოვნა, რომ დროებით აიკრძალოს ყოფილი სახელმწიფო მრჩევლის, ჯონ ბოლტონის წიგნის გამოქვეყნება, როცა წიგნის ფრაგმენტები უკვე გამოქვეყნდა. საგანგებო განხილვის მოთხოვნა უკვე მეორედ იქნა შეტანილი ორი დღის განმავლობაში, როცა ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს მემუარების შეჩერებას იმ მიზეზით, რომ წიგნი შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, რის გამოქვეყნებამაც შეიძლება ავნოს სახელმწიფო უსაფრთხოებას.
იუსტიციის დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ ბოლტონმა „გადაწყვიტა, გამოქვეყნების წინა განხილვის პროცესზე უარის თქმა“, რასაც ის დათანხმდა, სანამ პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი გახდებოდა. ბოლტონის იმ ბრალდებათა შორის, რაზეც ის წერს, არის, რომ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, დახმარება სთხოვა, თავისი კვლავ არჩევის საქმეში და თვითონ სიტყვიერად მხარი დაუჭირა იუღურების საპატიმრო ბანაკების შექმნას.
ტრამპმა პასუხად ბოლტონს უწოდა „მატყუარა“ Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. Fox News-ს კი უთხრა, რომ ბოლტონმა დაარღვია კანონი, როცა ზესაიდუმლო მასალა გამოაქვეყნა წიგნში.
ბოლტონის წიგნის ფრაგმენტები მაშინ გამოქვეყნდა, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ძეჩი შეთანხმდნენ მიიღონ ზომები, რათა განხორციელდეს ურთიერთქმედების და ურთიერთობის გაგრძელების შესახებ მათი ლიდერების მიერ მიღწეული კონსენსუსი: