საფრანგეთში გრძელდება დაპირისპირება ჩეჩენ და აფრიკელ მიგრანტებს შორის
საფრანგეთის ქალაქ დიჟონში, სადაც 12 ივნისიდან გძელდება დაპირისპირება და არეულობა, ვითარების განმუხტვის მიზნით ჩავიდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ქრისტოფ კასტანერი.
ჩეჩნურ და დასავლეთ აფრიკულ დიასპორებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა 10 ივნისს მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, პოლიციის ცნობით, დასავლეთ აფრიკელმა მიგრანტებმა ერთ-ერთ ჩილიმ-ბარში 16 წლის ჩეჩნური წარმომავლობის ყმაწვილი სცემეს.
თანამემამულის გალახვის გამო, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა რამდენიმე რეიდი განახორციელეს უპირატესად არაბებით დასახლებულ გრეზილის რაიონში.
მომდევნო დღეებში დიჟონში თავი მოიყარა ათობით ჩეჩენმა საფრანგეთიდან, ბელგიიდან და გერმანიიდან. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი შეიარაღებულები იყვნენ ბიტებით, დანებითა და ცეცხლსასროლი იარაღით.
12 ივნისიდან კონფლიქტი მასობრივ არეულობაში და შეტაკებაში გადაიზარდა.
დიჟონიდან სოციალურ ქსელში გავცრელბულ ვიდეოზე ჩანს თუ როგორ წვავენ ნიღბიანი ადამიანები ავტომობილებს და ნაგვის ურნებს, ისვრიან ჰაერში ცეცხლსასროლი იარღიდან.
ადგილობრივი გაზეთების ცნობით, დაიწვა მინიმუმ ხუთი მანქანა, ხანძრის შედეგად დაზიანდა რამდენიმე სახლის ფასადი.
სხვადახვა წყაროს ცნობით არეულობის შედეგად დაშავდა ექვსი კაცი, პოლიციამ დააკავა სულ მცირე ოთხი პირი, სამი ეჭვმიტანილია აალებადი ბომბების სროლაში.
„ფიგაროს“ ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა, რომ შეისწავლოს „ძალადობაში მონაწილე უცხოელების საფრანგეთიდან გაძევების“ საკითხი.