აშშ-ის დემოკრატები გამოდიან პოლიციის შეზღუდვის ინიციატივით
აშშ-ში წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრმა დემოკრატებმა წარმოადგინეს მასშტაბური კანონმდებლობა, რომელიც პოლიციის შეზღუდვას ისახავს მიზნად. ინიციატივის გასაჯაროება რამდენიმე საათით უსწრებდა წინ საგანგებო ღონისძიებები, რომლითაც ქალაქებში პატივს მიაგებენ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას - აფრიკელ-ამერიკელი კაცის, რომლის პოლიციის ხელში დაღუპვამაც ანტირასისტულ გამოსვლებს მისცა ბიძგი მსოფლიოში.
სიმბოლური ჟესტის სახით, კანონმდებლებმა 8 წუთის და 46 წამის განმავლობაში დაიჩოქეს ერთ მუხლზე - დროის იმავე მონაკვეთით, რამდენ ხანსაც თეთრკანიანი პოლიციელი ფლოიდს კისერზე აჭერდა მუხლს. შემდეგ, პოლიციის შეზღუდვის აქტის წარმოდგენამდე, მათ წაიკითხეს ფლოიდის და იმ სხვა პირების სახელები, რომლებიც პოლიციელებთან კავშირში დაიღუპნენ.
რეფორმა ითვალისწინებს პოლიციისთვის დაცვის კანონიერი მექანიზმების შეზღუდვას, ძალის გადამეტების შემთხვევების შესახებ მონაცემთა ეროვნული ბაზის შექმნას და პოლიციისთვის ყელზე შემოჭერის მეთოდების აკრძალვას.
ჯორჯ ფლოიდის ცხედარი მშობლიურ ჰიუსტონში გადაასვენეს, მას 9 ივნისს დაკრძალავენ.