სოფიის რაიონის ხელმძღვანელი "საბჭოთა განმათავისუფლებლების" ძეგლის აღებას მოითხოვს
პრობლემა გაჩნდა რუსეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის მსგავსი დაპირისპირების ფონზე, რაც მოჰყვა გასულ თვეში პრაღაში საბჭოთა მარშლის ძეგლის მოხსნას.
„იმედი მაქვს, რომ სოფიის მერი ბოლოს და ბოლოს უპასუხებს ჩემს მოწოდებას, რომ ჩვენი ქალაქი ტოტალიტარული ეპოქის სიმბოლოებისგან გათავისუფლდეს,“ დაწერა 20 მაისს ფეისბუკში სოფიის ლოზენეცის რაიონის მერმა კონსტანტინ პავლოვმა.
პავლოვი გამოეხმაურა ბულგარეთში რუსეთის ელჩის 13 მაისის წერილს, რომელშიც დიპლომატმა „ღრმა აღშფოთება“ გამოხატა სოფიის ოფიციალური პირის წინადადებაზე ძეგლის აღების თაობაზე.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბულგარეთი ნაცისტური გერმანიის მოკავშირე იყო 1944 წლის 4 სექტემბრამდე, სანამ ოთხი დღის შემდეგ საბჭოთა ჯარები შეიჭრებოდნენ ქვეყანაში.
9 სექტემბერს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ბულგარეთი საბჭოთა ორბიტაში მოხვდა და ის მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე მორჩილი მოკავშირე იყო კომუნისტური მმართველობის 45 წლის განმავლობაში. ამჟამად ბულგარეთი ნატოს წევრია.
პავლოვი მოითხოვს, რომ მონუმენტი მუზეუმში იქნეს გადატანილი.