მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ შესახებ: საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საქმიანობა შეაფასა.
„სამწუხაროდ, საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა ეს პოლიტიკური ძალა. მე მგონია, რომ ახალს და განსაკუთრებულს არ ვამბობ, რადგან ეს საერთაშორისო თაღლითობა უკვე არის ის სტილი, რომელზეც ძალიან ნათლად მიგვითითეს საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე არაერთხელ - ეპისტოლარულად, ზეპირად თუ ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იმიჯი არ გადავიდეს ქვეყანაზე, და ქართველებზე არ ჰქონდეთ წარმოდგენა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ჩვენ ვართ თაღლითების ერი“, - თქვა გიორგი მარგველაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.