გერმანიის საფეხბურთო ლიგა სეზონს განაახლებს, ევროპის სხვა ლიგები იმედიანად არიან
გერმანიის საფეხბურთო ლიგა, „ბუნდესლიგა,“ აპირებს 16 მაისიდან განაახლოს საფეხბურთო სეზონი სტადიონებზე გულშემატკივრების გარეშე. „ბუნდესლიგა“ პირველი დიდი საფეხბურთო ლიგა იქნება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში განაახლებს ჩემპიონატს. პანდემიის გამო შეწყდა მასობრივი სანახაობები, მათ შორის საფეხბურთო მატჩები მთელ მსოფლოში.
გერმანიაში საფეხბურთო სეზონი განახლდება მკაცრი იზოლაციის პირობებით საწვრთნელ ბანაკებში. ეს მოდელი განიხილება როგორც ვარიანტი, რათა მოისინჯოს, შეიძლება თუ არა კორონავირუსის გაკონტროლება მოთამაშეთა, თანამშრომელთა და ოფიციალურ პირთა შორის.
იტალიის, ესპანეთის და ბრიტანეთის საფეხბურთო ლიგები იმედოვნებენ, რომ მალე შესძლებენ ასევე სეზონის განახლებას.
საფეხბურთო მატჩების უცბად შეწყვეტა ფინანსური თვალსაზრისი მძიმე ტვირთია კლუბებისთვის, რომლებიც დამოკიდებული არიან ხელშეკრულებებზე მოთამაშეებზე. სპონსორებსა და მედიაზე.
აშშ-ის კალათბურთის ეროვნული ასოციაციის გუნდები ასევე ფიქრობენ 8 მაისიდან ობიექტების შეზღუდულად გახსნას. არ არის ცნობილი, როდის განახლდება სეზონი.