სულ მცირე 20 კაცი დაიღუპა სირიის ჩრდილოეთში მომხდარი აფეთქების შედეგად
სამშაბათს სულ მცირე 20 კაცი დაიღუპა ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად თურქეთის მხარდაჭერილი მემებოხეების კონტროლის ქვეშ მყოფი სირიის ჩრდილოეთ ნაწილშ მდებარე ქალაქ აფრინში.
ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, აფეთქების შედეგად დაიჭრა 27 ადამიანი.
განსხვავებულ ცნობას ავრცელებს თურქეთი, რომელიც 28 აპრილის აფეთქებაში ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირს (YPG) ადანაშაულებს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 40 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი. დაიჭრა - 47.
ქალაქ აფრინის დიდი ნაწილი 2018 წლის იერიშის შედეგად ხელთ იგდეს თურქეთის არმიამ და მის მიერ მხარდაჭერილმა სირიელმა მეამბოხეებმა.
მანქანის აფეთქებით მომხდარი მსგავსი ინცინდენტი ამ არეალში წინ თვეებშიც არაერთხელ მოხდა.