NATO-ს ხელმძღვანელმა გააკრიტიკა რუსეთი
NATO რუსეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის აზრით, რუსეთი და ჩინეთი პანდემიის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ შეაფერხონ ალიანსის ერთობლივობა კოროვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ. ამის შესახებ წერს “რადიო თავისუფლება”.
”ჩვენ გვაქვს მოსკოვიდან და პეკინიდან მიღებული განცხადებების რამდენიმე მაგალითი, რომლებიც არ არის კორექტული და მიზნად ისახავს NATO-ს მოკავშირეების ერთობლივობის შერყევას.” – განმარტა მან.
სტოლტენბერგის თქმით, ამ განცხადებების თანახმად, რუსეთის და ჩინეთის აზრით, ნატოს ქვეყნები შეთანხმებულად ვერ მუშაობენ, ვერ უმკლავდებიან კრიზისს და ასევე ვერ იცავენ მოსახლეობის ხანდაზმულ ნაწილს. ამ ინფორმაციას რამბლერი აცხადებს.