იტალიური კურორტი ტურისტებს ხარჯებს დაუფარავს
პოპულარულმა იტალიურმა კურორტმა გადაწყვიტა კოროვირუსის პანდემიის შემდეგ ჩამოსულ ტურისტებს ხარჯის ნაწილი დაუფაროს – იტყობინება News.com.au.
ხელისუფლებამ გადაწყვიტა სიცილიის კუნძულზე ტურისტების მოსაზიდად მიმართოს ახალ სტრატეგიას. ტურისტული ნაკადის აღდგენის მიზნით, იტალიელები სტუმრებს დაპირდნენ, რომ გადაუხდიან ავიაბილეთის ღირებულების ნახევარს, სასტუმროში ერთ ღამეს და მუზეუმების ბილეთებს.
მთავრობა ახალი სქემის დასაფინანსებლად 50 მილიონ ევროს გამოყოფას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ კორნავივირუსის გამო, მხოლოდ მარტის თვეში იტალიამ მილიარდი ევრო იზარალა.
მანამდე, მოსკოვში იტალიის საელჩომ უარყო რუსეთის მიერ გამოქვეყნებული კულტურისა და ტურიზმის მინისტრის დარიო ფრანჩესინის განცხადება, რომ სახელმწიფო კოროვირუსული ინფექციის გავრცელების გამო 2020 წლის ბოლომდე დახურავდა თავის საზღვრებს. საელჩოში განაცხადეს, რომ ეს საკითხი არ განიხილებოდა.