თბილისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
![თბილისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია](https://gdb.rferl.org/00082EA8-AA71-4080-AEA0-F9AA4CCDDEEE_cx0_cy66_cw0_w800_h450.jpg)
თბილისში, ძმობის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი სამსართულიან კერძო საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და გვერდით მდგომ სახლზეც გავრცელდა.
ცეცხლს 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მეხანძრე-მაშველმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრულად ლიკვიდირება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.