მზის სხივების გავლენა კორონავირუსზე – ამერიკელი მეცნიერების უახლესი კვლევა
ამერიკელი მეცნიერების უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ მზის სხივები მომაკვდინებლად მოქმედებს COVID-19-ზე. კორონავირუსი ძალას იმ შემთხვევაში კარგავს, თუ მასზე მზის სხივები პირდაპირ ზემოქმედებს. კვლევა აშშ-ის არმიის ბიოლოგიურ ლაბორატორიაში ჩატარდა. მის შედეგზე კი თეთრ სახლში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მრჩეველმა, უილიამ ბრაიანმა ისაუბრა. მოსაზრება ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია და მეცნიერების თქმით დროს საჭიროებს.
ბრაიანის თქმით, მზის ულტრაიისფერი სხივები გავლენას ახდენს ვირუსის პათოგენზე, სწრაფად კლავს ვირუსს, რაც იძლევა იმედს, რომ ზაფხულში მისი გავრცელება შესუსტდება.
“ვირუსი ყველაზე სწრაფად იღუპება მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისას. ჩვენ მსგავსი ეფექტი დავინახეთ მაღალი ტენიანობის პირობებშიც, რაც უფრო იზრდება ტემპერატურა და ტენიანობა, მით უფრო ნაკლებად გამძლეა ვირუსი“, – ამბობს ბრაიანი. მისივე ცნობით, მზის სხივები ზიანს აყენებს ვირუსის გენეტიკურ მასალას და აფერხებს მისი რეპლიკაციის უნარს.
გასათვალისწინებელია, რომ ვირუსი ვრცელდება ისეთ თბილ ქვეყნებში, როგორებიცაა სინგაპური, მალაიზია და ტაილანდი, რაც დამატებით კითხვებს აჩენს და ამერიკელ მეცნიერთა დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა. მკვლევართა თქმით, ამ შემთხვევაში აღნიშნულ ქვეყნებში არსებული სხვა გარემო ფაქტორებია გასათვალისწინებელი.
“ახალი კორონავირუსის თავისებურებებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად იგი ბოლომდე გაქრება. მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურის მატება და ტენიანობის ცვლილება მის გავრცელებას საგრძნობლად შეანელებს”, – ამბობს ბრაიანი.ისივე თქმით, დაკვირვებამ აჩვენა, რომ COVID-19 მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების დროს 90 წამში ძალის ნახევარს კარგავს.