“მოდის ინდუსტრიაში გადატრიალება მოხდება, რადგან ნიღბების დიზაინის ლიმიტი ამოიწურება და …”
აშშ-ში, ქალაქ სან-ფრანცისკოში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თამარ ნერგაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც News.ge უცვლელად გთავაზობთ:
“ადამიანები ფიზიკურად დაშორდებიან ერთმანეთს, მაგრამ ვირტუალური ურთიერთობები უფრო მეტად გაიზრდება. ოჯახები მეტად შეკავშირდებიან და შვილებთან და მშობლებთან უფრო მეტ დროს გაატარებენ. სამსახურების უმეტესი ნაწილი გადავა დისტანციურ მართვაზე. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე.
შეიქმნება აპლიკაციები ვირტუალურ მოგზაურობებზე სხვადასხვა ქვეყნებსა კურორტებზე. გაიმართება ვირტუალური ქორწილები, დაბადების დღეები, ნათლობები და პანაშვიდები. არჩევნები ონლაინ ჩატარდება. პატრიოტებად არამარტო პოლიტიკოსებს და სამხედროებს, არამედ ექიმებს, ექთნებს და კარანტინის დროს წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს დაასახელებენ.
ქვეყანაში ქუჩის აქციები შეწყდება და ოპოზიცია ონლაინ საპროტესტო აქციებს და ვირტუალურ დებატებს გამართავს. პარლამენტში შეჭრის სურვილი გაქრება, რადგან პარლამენტიც ონლაინ რეჟიმში იმუშავებს….
მოდის ინდუსტრიაში გადატრიალება მოხდება, რადგან ნიღბების დიზაინის ლიმიტი ამოიწურება და ცნობილი ბრენდები კომფორტული საშინაო სამოსის:პიჟამოების, ხალათების და სახლის ჩუსტების წარმოებას დაიწყებენ. კინოკომპანიები ფილმებს პავიოლიონებში კი არ გადაიღებენ, არამედ სტუდიებში კომპიუტერული აპლიკაციებისა და სპეცეფექტების საშუალებით შექმნიან.
ეს, რაც უცებ გამახსენდა, თორემ კიდევ ბევრი რამ შეიცვლება, ვიდრე ვირუსის ვაქცინა გამოცდის ყველა ფაზას ბოლომდე წარმატებით არ გაივლის….”