პაატა იმნაძე: ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც სახლში მკურნალობს
„ჩვენ გვყავს ასეთი ადამიანი, ერთი, რომელიც სახლში მკურნალობს. ჩვენ ეს, აქამდე არ გვითქვამს. ის, შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელმაც უკვე გადაიტანა კორონავირუსი", - თქვა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა შინ მკურნალობის პროტოკოლი, რომლის თანახმადაც, კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტების მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ოჯახის ექიმებს და თავად პაციენტებს დაეკისრათ.
21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 408-ს შეადგენს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 97, გარდაცვლილი - ოთხი ადამიანი, კარანტინის რეჟიმში 5 015 იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 573. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს.