Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

ცხინვალელმა ექიმმა სამსახურში მორიგეობაზე უარი თქვა

ცხინვალელმა ექიმმა სამსახურში მორიგეობაზე უარი თქვა

„მოგახსენებთ, რომ მე უარს ვამბობ გამოვიდე სამორიგეოდ, რადგან COVID-19 -ის გამო შექმნილი კარანტინის დროს არ არსებობს დაცვის ინდივიდუალური საშუალებები, ნიღბები, ხელთათმანები, სათვალები, თავდაცვითი კომბინეზონები“- ეს განცხადება ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა, ვლადისლავ ვალიევმა, ამავე საავადმყოფოს დირექტორის, კოკოევის, სახელზე დაწერა. განცხადების ასლი, რომელსაც კანცელარიის ბეჭედიც აზის,რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა წყარომ გამოუგზავნა.

ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები ექიმ ვალიევის პროტესტს იზიარებენ და ხელისუფლებას საავადმყოფოების აღჭურვისკენ მოუწოდებენ. ვალიევის გარდა, ცხინვალის საავადმყოფოებში აპარატურის, აღჭურვილობისა და კადრების დეფიციტის შესახებ სხვა ექიმებიც ლაპარაკობენ. სააგენტო „რესი“ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარ რეანიმატოლოგ ალექსანდრ პლიევის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ექიმი დაუფარავად ამბობს, რომ საავადმყოფოს სახარჯი მასალების დეფიციტი აქვს. ფილტვის ვენტილაციის აპარატები სამუშაო მდგომარეობაშია, მაგრამ სპეციალისტები არ ჰყავთ. პლიევის თქმით, დამატებით პრობლემას ისიც ქმნის, რომ რუსეთის ფედერაციამ ქვეყნიდან სამედიცინო მასალების გატანა აკრძალა. 

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, საავადმყოფოებში რთული ვითარებაა შექმნილი, ქირურგ ვალიევის განცხადება კი სოციალურ ქსელში უკვე ვირუსულად ვრცელდება და ეს უფრო ძაბავს საზოგადოებას.

„ვალიევის განცხადება სამართლიანია. უნდა გამოფხიზლდეს ხელისუფლება, თორემ ეპიდემიის პირობებში, პირველ რიგში, ექიმები იქნებიან დასაცავი, დაუცველი ექიმები კი ჩვენ, მოქალაქეეებს, რას გვიშველიან? შემაშფოთებელი იყო იმ კადრების ნახვა, როცა პრეზიდენტი ბიბილოვი და მინისტრი ტოტჩიევი საავადმყოფოში მივიდნენ.პრეზიდენტს ერთჯერადი ხალათი კი ჩააცვეს, მაგრამ ტოტჩიევს ერთჯერადი ცელოფნის მოსასხამი ჰქონდა წამოხურული, თითქოს წვიმაში რომელიმე საფეხბურთო მატს ესწრებოდა. ასეთი მოსასხამები სტადიონებთან იყიდება ხოლმე წვიმის დროს. ექიმებს კი პირბადეებიც არ ეკეთათ და მრავალჯერად თეთრ ხალათებში იყვნენ. სირცხვილია ასეთი დამოკიდებულება, რატომ აქამდე არ იფიქრეს კლინიკებისა და მედპერსონალის აღჭურვაზე? ახლა დაწერეს, რომ რეზერვებიდან საავადმყოფოებს 5 ათასი პირბადე გაუგზავნეს. ერთჯერადი პირბადეები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაშია მხოლოდ ვარგისი, ერთ კვირასაც არ ეყოფათ. მოკლედ, მძიმე მდგომარეობაში ვართ და ამას ისიც ემატება, რომ აფთიაქებში სპირტი, პირბადე და უკვე პარაცეტამოლიც აღარ იშოვება. რით დავიცვათ თავი?“ - გვეუბნება ცხინვალელი წყარო.

ცხინვალში უკვე სერიოზულად აშფოთებთ ვლადიკავკაზში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობის ზრდა. ბოლო მონაცემებით, იქ ოთხ ადამიანს დაუდგინდა დაავადება. 

"ცხინვალის მიმართულებით მდგომარეობა შემაშფოთებელია. ცხინვალის პასუხი საკმაოდ დესტრუქციულია, შეთავაზებებს არ იზიარებს", - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

მინისტრის განმარტებით, ერთადერთი ორგანიზაცია წითელი ჯვარია, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ სრული იზოლაციის პირობებში ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქონ.

"ახალგორის მოსახლეობა კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაშია. ამ სრული იზოლაციის პირობებში სხვა პაციენტებსაც შეუზღუდეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვაზე წვდომა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. აღარ ვსაუბრობ ქართული წარწერის მქონე პრეპარატების ამოღებაზე სააფთიაქო ქსელებიდან, ისედაც მედიკამენტების დეფიციტის პირობებში. იმედია და ამაზე ვმუშაობთ კიდეც ჩვენი პარტნიორების ხაზით, რომ ახლა მაინც, ასეთი უმწვავესი მსოფლიო პანდემიის პირობებში, გადაიდგმება ცოტა უფრო გონივრული ნაბიჯები, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამაზე უპირატესი ინტერესი არ არსებობს", - აცხადებს ციხელაშვილი.

ციხელაშვილის არაერთი შეთავაზების პასუხად სპეციალური განცხადება გაავრცელა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა.

"შეწყვიტეთ თვითრეკლამაზე მუშაობა, იზრუნეთ თქვენს შიდა საქმეებზე!" - ნათქვამია დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის, განცხადებაში.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები COVID-19-ის თემის გარშემო პოლიტიკურ სპეკულაციას ეწევიან.

,,თუ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რამდენად მკვეთრად გაიზარდა ოსეთ-საქართველოს საზღვრის დარღვევის ფაქტები და, შესაბამისად, გაიზარდა გადამტანთა რაოდენობა, ჩვენ შეგვიძლია ნათლად განვაცხადოთ, რომ ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა ვითარდება მეზობელ ქვეყანაში", - თქვა მედოევმა.

მისი განმარტებით, საქართველოდან ხალხი გაქცევას ცდილობს, რათა ვირუსისგან თავი დააღწიოს:

მედოევი აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთში ვითარება მკაცრი და საიმედო კონტროლის ქვეშაა:

„საქართველოს სპეცსამსახურების ყველა მცდელობა სამხრეთ ოსეთში პრობლემის ექსპორტისთვის განწირულია წარუმატებლობისთვის. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ინფექცია სამხრეთ ოსეთში შემოვიდეს საქართველოდან!” - თქვა მედოევმა.

სტატისტიკა კი სრულიად საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ბოლო თვეებში ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მსურველთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება. ცხინვალიდან ყველაზე ხშირად ქართულ კლინიკებში სამედიცინო სერვისის მისაღებად გადმოდიან. მედოევის განცხადებების უკვე აღარ სჯერათ თვითონ ცხინვალშიც. პოლიტოლოგი დინა ალბოროვა ღიად ლაპარაკობს დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილ პრობლემებზე. 

„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რესპუბლიკა მზად არ არის ეპიდემიისთვის, რომელიც შესაძლოა აქ დაიწყოს. საავადმყოფოს სასუნთქი აპარატები არა აქვს საკმარისი რაოდენობით. ათი ცალი, რომლის შესახებაც მთავრობა აცხადებს, არაფერია. აფთიაქებში ნიღბების შოვნა წარმოუდგენელია. როცა ზღურბლზე ასეთი გლობალური პრობლემაა, როგორც წესი, ადამიანები ერთმანეთის დასახმარებლად ერთიანდებიან. ეს ჩვენს ბიზნესმენებსაც ეხებათ, რომლებსაც შეეძლოთ აპარატები ეყიდათ საავადმყოფოებისთვის. მე მახსოვს, ჩვენს საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ ექიმებისთვის ხელთათმანები და სპირტიც კი არ იყო. ჩვენ ვიყიდეთ სპირტი, ოპერაცია რომ გაეკეთებინათ. ეს იყო იანვრის შუა რიცხვებში. ახლა არ ვიცი, იქ როგორაა. მე თვითონ შევეჯახე ამ პრობლემას და საწინააღმდეგოს ნურავინ მეტყვის“, - ამბობს პოლიტოლოგი დინა ალბოროვა.

ცხინვალში ვითარება რთულია. ოკუპირებული რეგიონისა და რუსეთის მედიაპროპაგანდა და, ამასთანავე, ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოებას მთავარ საფრთხედ ისევ საქართველოს წარმოუდგენს, თუმცა ვისაც ალტერნატიულ რესურსებზე წვდომა აქვს, კარგად აცნობიერებს, საფრთხე საიდან მოდის. ცხინვალში უკვე ღიად ლაპარაკობენ შიდა პრობლემებზე.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о решении жилищного вопроса архангелогородцев



Здоровье

Стресс и РПП от телефона во время еды: доктор Кутушов предостерегает от последствий




Українські новини

Виставку «Світ Велетнів» в парку Боздош (м.Ужгород) продовжено до 30.06.2024 року



Новости 24 часа

Волшебное путешествие в мир музыки и кино



Game News

В App Store и Google Play появилась игра The Seven Deadly Sins: IDLE от Netmarble



Москва

Генерал армии Виктор Золотов провел оперативное совещание



News Every Day

Move over Harry Kane and Jude Bellingham the real England champ is a 15 yr old SUBBUTEO star



Блоги

Количество пользователей-инвесторов на платформе «Атомайз» превысило 72000



Москва

В Йошкар-Оле росгвардейцы приняли участие во Всероссийском молебне о Победе



Булат Окуджава

В Душанбе открылась книжная выставка, посвящённая Юлии Друниной и Булату Окуджаве



Москва

В предварительном голосовании ЕР в Королеве зарегистрированы более 100 кандидатов



Елена Рыбакина

Определилась первая соперница Рыбакиной на Ролан Гаррос



Москва

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: «Мой путь предпринимателя был прямой, как стрела»



Сати Казанова

Сати Казанова проведет массовую практику Om Сhanting на Первом международном дне медитации



Симферополь

Библиотечная лужайка «Хорошие книги читай – о жизни побольше узнай», к Общероссийскому дню библиотек.



Москва

Сеть клиник «Будь Здоров» подвела итоги первого квартала 2024 г.



Москва

В школах Москвы прозвучали последние звонки — Собянин



Москва

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: «Мой путь предпринимателя был прямой, как стрела»



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Анализ российского рынка одноразовой биоразлагаемой посуды: итоги 2023 г., прогноз до 2027 г.





Путин в России и мире
Москва

НАЛОГИ С ЗАРПЛАТ И НДС МОГУТ ОТМЕНИТЬ?! Государственная Дума и Правительство РФ оптимизируют налоги.


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Путин назвал продуктивными переговоры с Лукашенко в Минске




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

"Зеленскому приготовиться". В Киеве раскрыли, что задумал Порошенко


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Игорь Бутман

Бутман и Агутин выступят на фестивале «Ангара-джаз» в Иркутске



Москва

Мороженое раздадут в парках Подмосковья в День защиты детей

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net