საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 28 პაციენტი
28-ს მიაღწია საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ. პირველი შემთქვევა ქვეყანაში 26 თებერვალდ დადასტურდა.
3 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსი 155 ადამიანს აქვს დადასტურებული. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 5526 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 344.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა. 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად, სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.
23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი.