ვისთან ჰქონდა კონტაქტი COVID-19-ით დაავადებულ პაციენტს ოკუპირებულ აფხაზეთში
გალის რაიონის სოფელ საბერიოში მცხოვრებ ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტი ჰქონდა სულ მცირე 30 ადამიანთან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ინფორმირებულმა წყარომ ოკუპირებული გალის რაიონიდან.