ყირგიზეთის უშიშროების საბჭო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა
ყირგიზეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა აქამდე გამოაცხადა ნოოტაკის და სუზაყის რაიონებში, სადაც 20 მარტს კორონავირუსით დაავადების 6 შემთხვევა გამოვლინდა. ყველა დაინფიცირებული საუდის არაბეთიდან დაბრუნდა ყირგიზეთში.
21 მარტს ყირგიზეთის ჯანდაცვის მინისტრმა გამოაცხადა კორონავირუსით დაავადების 4 ახალი შემთხვევა. ჯამში ქვეყანაში დაინფიცირებულია 37 კაცი.
კარანტინში იმყოფება 3200 პირი, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან.