იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 4032-ს მიაღწია
21 მარტის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 4032-ს მიაღწია.
ამ მაჩვენებლით იტალიამ გადაასწრო ჩინეთს. მოსახლეობის მხრივ მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანაში ოფიციალური ცნობით კორონავირუსის ინფექციით დაიღუპა 3,259 კაცი. ამასთან, ჩინეთში ყველაზე მეტი ავადმყოფი განიკურნა კორონავირუსისგან - 71857 კაცი, რასაც ჯონს ჰოპკინსის სახელობის „კორონავირუსის რესურსების ცენტრის“ ანგარიშიც მოწმობს.